ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრა ბრიუსელში შედგა.
გავრცელებული ცნობით, გაიზრდება შავ სიაში შეყვანილი ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალი. ახალ სიას, სავარაუდოდ, პარასკევისთვის შეიმუშავებენ. სანქციები რუსეთის თავდაცვის, ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებს შეეხება.
პარალელურად, ამერიკელი სენატორები რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრებას სთხოვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ღია წერილში, შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, სამი დემოკრატი სენატორი ბარაკ ობამას დონეცკელი სეპარატისტების დაჯგუფების საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას სთხოვს.
სატელეფონო საუბარი შედგა შეერთებული შტატების პირველ პირსა და ჰოლანდიის პრემიერს შორის. თეთრი სახლის ცნობით, ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რუსეთის მიმართ პოლიტიკა გამკაცრდეს.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






