ბენჰურიონის საერთაშორისო აეროპორტზე შეტევის განხორციელების მცდელობის გამო ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ავიაკომპანიებმა ისრაელში ფრენები შეწყვიტეს.
ერთერთი ჭურვი აეროპორტთან ახლოს, საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩავარდა და აფეთქდა, შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ისრაელის მთავრობა საერთაშორისო ავიაკომპანიებს ფრენების აღდგენისკენ მოუწოდებს და ირწმუნება, რომ თელავივის აეროპორტი ავიაციისთვის უსაფრთხოა. ჩამოვარდნილი რაკეტების ნარჩენები ისრაელის პრემიერმინისტრმა, გაეროს გენერალურ მდივანს დაათვალიერებინა.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პან გი მუნმა რეგიონში მიმდინარე მოვლენები შეაფასეს.
„ჰამასი ისეთივე ტერორისტული დაჯგუფებაა, როგორიც ალ-ქაიდა, ჰესბოლა, ისინი არ ცნობენ ადამიანის უფლებებს, საკუთარ მოქალაქეებს ფარად იყენებენ და უმოწყალოდ ხოცავენ უდანაშაულო მოსახლეობას. ჩვენ არ შეგვიძლია ჰამასთან მოლაპარაკებებზე წასვლა. მათ არ უნდათ ამ სიტუაციიდან გამოსავალის პოვნა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






