ქონების მართვის სააგენტოს უფროსი პასუხისგებაში მისცეს
სამართალი - 12:24, 22 Jul, 2014     3851

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსი დავით ჭედია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც გამოძიებით დადგინდა დავით ჭედია 2011 წლიდან მუშაობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენს საჯარო მოხელეს. მის უფლება - მოვალეობას წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის (ქალაქ თბილისი) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების, განკარგვის და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და შესაბამისი მომზადებული პროექტების ქალაქ თბილისის მთავრობის სხდომაზე გატანა.

2013 წლის 17 ივლისს, ქალაქ თბილისის მერიამ მიმართა შპს „გუდაური სქი რესორტს’’ და საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის მოითხოვა 193 500 (ასოთხმოცდაცამეტი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გიორგი ღონიაშვილისათვის, რომელმაც შპს „გუდაური სქი რესორტ“-ის ფაქტიურ მფლობელს, გიორგი კაპანაძეს შესთავაზა 50 000 ლარის სანაცვლოდ, ქ.თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან საკუთარი კონტაქტების გამოყენებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლება.

გიორგი კაპანაძისგან თანხმობის მიღების შემდეგ, გიორგი ღონიაშვილი დაუკავშირდა თავის ნაცნობს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ უფროსს, დავით ჭედიას, რომელსაც სთხოვა შპს „გუდაური სქი რესორტი“-სთვის დარიცხული პირგასამტეხლოს მოხსნა და ამასთან დაკავშირებით ქ.თბილისის მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანა.

დავით ჭედია მოქმედებდა რა გიორგი ღონიაშვილის ინტერესების სასარგებლოდ, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და მის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურის თანამშრომლებს მოამზადებინა შპს „გუდაური სქი რესორტ“-ისთვის პირგასამტეხლოს მოხსნასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტი და დაავალა საკითხის ქ.თბილსის მთავრობის სხდომაზე გატანა.

2014 წლის 25 აპრილს ქ. თბილსის მთავრობამ, დავით ჭედიას დავალებით მომზადებული საკითხის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება შპს „გუდაური სქი რესორტ“-თვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლების შესახებ, რითაც არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია განცხადებაში.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42