- „ბებიაშენის წაბლა პ...მათქო! აგრამონტიმ თავისი აგრამონი აგრამუნოს, ჩვენ თავი დაგვანებოს. ეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუცენკო რომ იყო ჩამოსული და იძახდა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილი გავათავისუფლო ციხიდანო, ეს ვინ არის?
ერთი ლუცენკო მსახურობდა ჩემთან ჯარში, ეტყობა, ყველა ლუცენკო ერთნაირია, ერთი-ორს რომ წავუთაქებდი, მერე სულ მიწაზე ფოფხავდა. აზრზე ხარ? ჩამოდის შინაგან საქმეთა მინისტრი და ბოდიალობს რაღაცას. მიშას დროს რომ ჩამოსულიყო რომელიმე ქვეყნის მინისტრი და სულხან მოლაშვილის გათავისუფლება მოეთხოვა, სააკაშვილი რას იზავდა? ჯერ ერთი, მაგას არავინ გააშუქებდა და მეორეც - სულ ცემა-ტყეპით გაუშვებდნენ აქედან.
ასეთ რაღაცეებზე ადამიანები ღიზიანდებიან და მირეკავენ, რა ხდება, რას შვებით, ამათ ასე უნდა ილაპარაკონო?! ბიჭო, მოდიან “ნაციონალები“ პარლამენტში, იწონებენ ამ რატიფიკაციას და მერე ისევ თავიანთსას აწვებიან: ჰო, ეს კარგია, მაგრამ ქვეყანა მაინც რუსეთისკენ მიგყავთო. ამათთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, ბოლოს ერთი გზა გრჩება, კახურად უნდა შეუკურთხო! ამათ ჰგონიათ, რაც ბევრს ილაპარაკებენ და ილაქალაქებენ, უკეთესი იქნება, მაგრამ პირიქით ხდება“,- აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.
წყარო: გაზეთი „ალია“
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები