რესპუბლიკელები ბარაკ ობამას „გაუბედაობის მეფეს“ უწოდებენ
მსოფლიო - 13:33, 21 Jul, 2014     1912

რესპუბლიკელები თვლიან, რომ ბარაკ ობამა „ზედმეტად ფრთხილ“ პოლიტიკას ატარებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

სენატრომა სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრემმა, ტელეკომპანია „NBC“-ის ეთერში განიხილა უკრაინის ტერიტორიაზე მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნის შედეგები, ობამას კი „გაუბედაობის მეფე“ უწოდა. მისი თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა უნდა აღჭურვოს უკრაინის არმია იარაღით.

სენატორი ტენესის შტატიდან ბობ კორკერი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაცია ზედმეტად ფრთხილობს რუსეთთან მიმართებაში ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ. კორკერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იმედგაცრუებულია არა მხოლოდ ამერიკის, არამედ ევროპის რეაქციითაც უკრაინაში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკ როჯერსმა ABC-ის ეთერში აშშ-ს უკრაინელი სამხედროებისთვის აგრესიული მხარდაჭერის გამოჩენისკენ მოუწოდა. „აშშ-მ უნდა დაივიწყოს მისი დამთმობი პოზიცია“, - განაცხადა როჯერსმა.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტერ კინგმა CBS-ის ეთერში გადაცემა Face the Nation-ში აშშ-ს ხელისუფლებას შესთავაზა რუსეთს ჩამოართვან უფლება ჩაატაროს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი.

კონგრესმენები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების პოლიტიკაზეც საუბრობენ.

აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ ყირიმს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად და მოსკოვს უკრაინის საშინაო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით ბრალს სდებენ. რუსეთი ამ ყოველივეს უარყოფს და მსგავს ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. დასავლეთის ქვეყნებმა მიმდინარე წლის მარტიდან არაერთხელ აამოქმედეს სხვადასხვა სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

აშშ-მ 16 ივლისს რუსეთის ფედერაციის 12 მაღალჩინოსანს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა. ასევე, გაატარა სექტორული ეკონომიკური სანქციები რუსეთის თავდაცვის მიმართულებით. ვაშინგტონსა და ბრიუსელში სანქციების გაფართოებაზეც საუბრობენ.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42