როგორ აფასებენ რუსთავი 2-ის გენდირექტორის დაკავებას მედიის წარმომადგენლები
საზოგადოება - 21:42, 19 Dec, 2012     951
წარმოამდგენლებში განსხვავბეული პოზიციები იყო.

 

დავით პაიჭაძე: ეს სწორედაც არის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაკავება

,,არჩევნების შემდეგ როლები შეიცვალა და რაც არ უნდა ამტკიცონ, საფუძვლები ძალოვნებმა ნიკა გვარამიას დაკავებისა, ეს ფაქტი ვერასოდეს გათავისუფლდება ასეთი ინტერპრეტაციისგან -რომ ეს სწორედაც არის დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაკავება, და შესაბამისად, ირიბი დარტყმა ამ ტელეკომპანიაზე’’-აცხადებს დავით პაიჭაძე.

 

ია ანთაძე: დღეს მე მიჭირს, რომ პირადპირი კავშირი გავავლო, ძველ სქემასა და მის დღევანდელ თანამდებობას შორის

,,ძალიან უსიამოვნო ფაქტია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საკმოდ ბევრი საყვედური მიიღო ახალმა ხელისუფლებამ იმის გამო, რომ მისი გამონათქვამები მედიის მიმართ არ იყო კორექტული, იყო ერთგავრი ჩარევის მცდელობა მედიის საქმეებში და მე მგონია, რომ ახლა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, რომ ამ ტიპის საყვედურები აღარ მიიღონ. ამიტომ ცოტა ხნის შემდეგ შეგვეძლება, უფრო მკაფიოდ ვთქვა, რამდენად დამაჯერებლია თვითონ ის ბრალდებები, რაც უშუალოდ იქნება მის მიმართ წაყენებული ნიკა გვარამიას მიმართ. დღეს მე მიჭირს, რომ პირადპირი კავშირი გავავლო, ძველ სქემასა და მის დღევანდელ თანამდებობას შორის’’-აცხადებს ია ანთაძე.

 

ზვიად ქორიძე: ,,რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო ნიკა გვარამიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე

,,რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იყო ნიკა გვარამიას დანიშვნა ამ თანამდებობაზე, თუ ნიკა გვარამიას დაკითხვაში რომელიმე ოქმი აღმოჩნდება, რომ ის უშუალოდ რუსთავი 2-ის გამო იქნება დაკითხული, ან დავუშვათ, რომ კონკრეტული სარედაქციო დავალების შეუსრულებლობის გამო ან სარედაქციო პროცედურაში მისი ჩარევის გამოა ის დაკავებული, მაშინ რა თქმა უნდა ეს იქნება ზეწოლა მედიაზე და ამაზე ყველა ერთად ამოვიღებთ ხმას, ვინც ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება’’-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

 

ეკა კვესიტაძე: ახალმა ხელისუფლებამ გაცილებით უფრო საშიში გზა აირჩია

,,ძველ ხელისუფლებას ბუნებრივი ჰქონდა პრობლემები იგივე მედიასთან დაკაშირებით, და ახალი ხელისუფლება მოვიდა იმ დაპირებებით, რომ ეს პრობლემები აღარ იქნებოდა, მაგრამ ის ტენდენციები, რომლებიც ბოლო პერიოდში იკვეთება და დღეს ეს ძალიან საშიშად გამოიკვეთა, მიანიშნებს იმაზე, რომ ახალმა ხელისუფლებამ გაცილებით უფრო საშიში გზა აირჩია, და დღეს ნიკა გვარამიას დაჭერა, ეს პირდაპირ არის დარტყმა რუსთავი 2-ზე, რომელიც დღეს არის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია’’-განაცხადა ეკა კვესიტაძემ.

 

მერაბ მეტრეველი: ხელშეუხებლობის გარანტია ვერ იქნება ვერავისთვისმ უნდა დაველოდოთ გამოძიებას

,,ხელშეუხებლობის გარანტია ვერ იქნება ვერავისთვის, ჯერ-ჯერობით უნდა დაველოდოთ გამოძიებას, ვნახოთ რამდენად სერიოზულია და რამდენად შეძლებს გამოძიება იმ ბრალდების დამტკიცებას, რაც აქვს ნიკა გვარამიას წაყენებული. თუ ვერ შეძლებს, მერე გაგვიჩნდება ბუნებრივია ეჭვები და კითხვები’’-აცხადებს მერაბ მეტრეველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42