ოფიციალურმა თეირანმა უარი განაცხადა პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ურანის გამდიდრების უსაფრთხო დონე დაშვებულს სცდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ირანმა შეწყვიტა ურანის 20 პროცენტიანი გამდიდრება. ამის საპასუხოდ დასავლეთმა ირანის ხელისუფლებას შეატყობინა, რომ მოუხსნიან სანქციებს, რომლებიც ფინანსებთან დაკავშირებით დაეკისრათ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მ ირანს 2.8, ევროკავშირმა კი 1000 მილიარდი ამერიკული დოლარი გაუყინა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ექვსი თვის განმავლობაში ირანის წინააღმდეგ სანქციებს აღარ აამოქმედებენ. ეს ყოველივე ნავთობ და საბანკო კომპანიებსაც ეხებათ.
2013 წლის 24 ნოემბერს ისლამურ რესპუბლიკასა და „ექვსეულის“ ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ დასაშვებია თეირანის მხრიდან ექვსი თვით შეწყდეს ურანის გამდიდრების პროცესი.
გასულ კვირას ვენაში ირანისა და „ექვსეულის“ წარმომადგენლები ოთხთვიან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, შეხვედრებზე მიღწეულ იქნა საგრძნობი პროგრესი ძირითად საკითხებზე, თუმცა, კვლავ რჩება მნიშვნელობვან საკითხებზე პასუხგაუცემელი კითხვები.
ურანსა და „ექვსეულის“ ქვეყნებს შორის არსებული პრეროგატივები სექტემბერში გახდება ცნობილი.
2013 წლის 24 ნოემბერს ჟენევაში შეხვედრის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის შესახებ, რომ თეირანი ექვსი თვის მანძილზე ურანის გამდიდრების საკითხში შეზღუდული იქნება.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






