ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი. სწორედ ამ დასკვნის შედეგად გაირკვევა, მოხდა თუ არა გასროლა მანქანის სალონში ნაპოვნი "ჩე-ზეს" ტიპის იარაღიდან.
ბალისტიკურის პარალელურად, მიმდინარეობს იარაღის ქიმიური ექსპერტიზა. დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, ავტომობილში ნაპოვნ იარაღს გარეგნული დათვალირებით სისხლის კვალი არ აღენიშნება. შესაბამისად, სინჯის აღება იარაღიდან და ლულიდან მოხდა.
დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, თუკი ლულიდან აღებული სინჯის დნმ გარდაცვლილისას არ დაემთხვევა, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ გასროლა ამ კონკრეტული იარაღიდან არ მომხდარა.
კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, ოჯახი კვლავ კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის ვერსიას.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






