„მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ხელისუფლება 28 ივნისს დროებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ გააუქმებდა“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელემიმართვაში ისაუბრა.
„ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ბრძოლებში ჩართულ ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, ცხადია 28 ივნისს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომ არ დარღვეულიყო, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა, ამასთან, ამ ტრაგედიიის საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების უფლება არავის აქვს, ასეთმა შეხვედრებმა უნდა გააერთიანოს ხალხი და არა დაშალოს იგი.
აუცილებელია ადგილზე მომუშავე ექსპერტების უსაფრთხოების დაცვა. თავის მხრივ, რუსეთის შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის განხილვა მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელდეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინის ტერიტორიაზე 17 ივლისს მალაიზიური თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






