დღეს დილიდან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განბლოკეს დონეცკის აეროპორტი და მის მისადგომებთან განალაგეს დამატებითი ბლოკპოსტები. შეყვანილია დამატებითი ძალები.
როგორც თავდაცვის მინისტრი გელეტეი აცხადებს, ,,დღეს ღამე აქტიური მოქმედებების შედეგად უკაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები, რომლებიც ჩართული არიან ანტიტერორისტულ ოპერაციებში, გაათავისფულეს დონეცკის აეროპორტი და აეროდრომი. შეყვანილია დამატებითი ძალები. ტერორისტები არ რისკავენ მიუახლოვდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სროლის მანძილზე და ვერაგულად ახორციელებდნენ სროლებს შორი დისტანციიდან ნაღმტყორცნებით და არტილერიით. ისინი ტექნიკას, რომლიდანა ისროდნენ მალავენ მეშახტეთა ქალაქის დასახლებულ პუნქტებში, საცხობრებელი სახლების ეზოებში“.
გუშინ გვიან ღამით კი ანტიტერორისტულმა ძალებმა უკრაინული საჰაერო ძალების დაგეგმილი მოქმედების შედეგად, გაათავისუფლეს ლუგანსკის აეროპორტი. ლუგანსკი არის სტრატეგიული სატრანსპორტო კვანძი დონბასში. ეროვნულმა გვარდიამ საჰაერო ძალების მხარდაჭერით აგრეთვე გაათავისუფლა დონეცკის ოლქსი მნიშვნელოვანია სატრანსპორტო კვანძები, რომლებიც წარმოადგენს აღმოსავლეთ უკრაინის გასაღებს.
მასალის გამოყენების პირობები






