ინფორმაციას ,,დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ეს შესაძლოა მოხდეს მალაიზიური ავიალაინერის ტრაგედიის გამო.
,,ჩვენ უნდა დაველოდოთ, მაგრამ ერთში შემიძლია დაგარწმუნოთ: ავსტრალია წესიერი ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სტუმრები კარგად უყურებენ ჩვენს ქვეყანას. იმედი მაქვს, ეს გამოჩნდება უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ მონაწილეებს კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს ქვეყანასთან“, - ხაზი გაუსვა მან.
აბოტი ითხოვს რუსეთის პრეზიდენტისგან, ხელი შეუწყოს ტრაგედიის ობიექტური გამოძიების ჩატარებას.
,,ყველაფერი მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ სამოქალაქო ავიალაინერი იყო ჩამოგდებული პრორუსული ბოევიკების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან. სავარაუდოდ, იმ იარაღაით, რომელიც მათ გადასცა რუსეთმა“, - განაცხადა მან.
ავსტრალის მთავრობის მეთაური თვლის, რომ რუსეთის რეაქცია ამ სიტუაციასი ,,ღრმად, ღრმად არადამაკმაოფილებელია“ და მწვავედ გააკრიტიკა მოსკოვი. შაბათ დღეს მთელი ავსტრალიის ტერიტორიაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება დაღუპულების მოსახსენიებელი ღვთისმსახურება.
მასალის გამოყენების პირობები






