ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადა რომ ამერიკას აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ „ბოინგი“, რომელმაც 17 ივლისს განიცადა კატასტროფა, ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ნასროლი რაკეტით იქნა ჩამოგდებული, ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. ბაიდენმა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტთან პეტრე პოროშენკოსთან საუბრისას განაცხადა.
მხარეებმა განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შედეგებ, რომელიც 18 ივლისს გაიმართა. პოროშენკომ ბაიდენს აშშ-ს მხრიდან გამოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მათ ტერორიზმთან ბრძოლისთვის ძალების კოორდინაციაზე მოილაპარაკეს.
ავიაკომპანია Malaysia Airlines-ის ბოინგი 17 ივლისს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ბორტზე 283 მგზავრი და ეკიპჟის 15 წევრი იყო, ყველა მათგანი გარდაიცვალა.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






