ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას დაიცვას თავი, მაგრამ გააფრთხილა ღაზას სექტორის ესკალაციასთან დაკავშირებით.
ობამას განცხადებით, იგი შეწუხებულია მშვიდობიანო მოქალაქეების დაღუვის გამო, ამ დროისათვის დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 300-ს შეადგენს.
გაერო-ს გენერალური მდივანი პან გი მუნი რეგიოში დღეს ჩავა, რათა სცადოს გახდეს შუამავალი ისრაელსა და ჰამასს შორის. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პან გი მუნი მიმართული იქნება იმისკენ, რათა დაეხმაროს ისრაელსა და პალესტინას „წერტილი დაუსვან ძალადობას და მოლაპარაკების გზა იპოვონ“. ამის შესახებ გაერო-ს პოლიტიკური საკითხების ხელმძღვანელმა ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა.
„ისრაელს თავდაცვასთან დაკავშირებით კანონიერი ინტერესები აქვს და ჩვენ განვიხილავთ სარაკეტო დარტყმებს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით. მაგრამ ჩვენ შეძრწუნებულნი ვართ ისრაელის მძიმე პასუხით“, - განაცხადა ფელტმანმა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა სამხედრო დარტყმების მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ, ჰამასმა კი განმარტა, რომ „ისრაელს დიდი საფასურის გადახდა მოუწევს შეჭრისათვის“
სარაკეტო დაპირისპირება ისრაელსა და ჰამასს შორის ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






