ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა Instagram-ზე დოკუ უმაროვის ცხედრის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „მათთვის ვისაც გჯერათ, რომ ეს ვირთხა კვლავ ცოცხალია, ჩვენ მისი სიკვდილის ჩვენებაც კი შეგვიძლია“.
მიმდინარე წლის აპრილის თვის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბოტნიკოვმა განაცხადა, რომ სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დოკუ უმაროვი იქნა ლიკვიდირებული, 2013 წლის ბოლოს ჩატარდა.
დოკუ უმაროვი ჩრდილოკავკასიელი ტერორისტების ლიდერი გახლდათ. მან და მისმა დაჯგუფებამ რამდენიმე მასშტაბურ ტერაქტზე აიღეს პასუხისმგებლობა. მათ შორის არის მოსკოვის მეტროში აფეთქებები 2010 წელს, ტერაქტი „დომოდედოვოს“ აეროპორტში 2011 წელს. უმაროვი საერთაშორისო ტერორისტების სიაში იყო შეყვანილი აშშ-ს ხელისუფლებისა და ნატო-ს მიერ.
ანანო კვაჭანტირაძე
მასალის გამოყენების პირობები






