სენატორის თქმით, დეტალების დადგენა უნდა მოხდეს სერიოზული გამოძიების შედეგად, რაც ძალიან სწრაფად და ოპერატიულად უნდა ჩატარდეს. მისივე განმარტებით, როგორც კი ოფიციალურად დადასტურდება, რომ ბოინგი ჩამოაგდეს ბოევიკებმა ან რუსეთის ფედერაციამ თუნდაც შეცდომის შდეგად სამოქალაქო ლაინერი უკრაინულ სამხედრო თვითმფრინავში არეოდათ ,,მათ ჯოჯოხეთური ანგარიშსწორება ელით."
სენატორმა აღნიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად დაინახა თუ რა ძალას ფლობს რუსეთი და პრორუსულად განწყობილი ბოევიკები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაკკეინმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა მოწოდება, უკრაინისათვის დაუყონებლივი სამხედრო მხარდაჭერის შესახებ.
,,ამერიკული მხარე აუცილებლად მიაწვდის უკრაინას შეიარაღებას, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ამერიკის შეერთებული შტატების უარი სამხედრო დახმარებაზე, ეს იქნება შეფასებული როგორც უდიდესი სირცხვილი ,,თეთრი სახლის", - აცხადებს ჯონ მაკკეინი.
მასალის გამოყენების პირობები






