ეროსი კიწმარიშვილის ძმის ზურა კიწმარიშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზის შედეგად იარაღზე თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ზურაბ კიწმარიშვილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დღეს დილიდან იმყოფებოდა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ ვის ეკუთვის თითის ანაბეჭდები, რომელიც შემთვევის დროს ნაპოვნ იარაღზეა აღმოჩენილი.
„ტანსაცმელს ჩაუტარდა ექსპრეტიზა. ასევე, აპირებდნენ, რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ იმ ადამიანების ტანსაცმლის, რომლებმაც შემთხვევის ადგილი პირველებმა ნახეს. დღეს გაგრძელდეაა იარაღის ექსპერტიზა. პირველადი პასუხის პიხედვით, იარაღზე, რომელიც შემთხვევის დროს იქნა ნაპოვნი, არ არის არც ერთი ანაბეჭდი, რომელიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის გამოდგება. ექსპერტიზა დაადგენს თუ ვის ეკუთვნის ეს აღმოჩენილი ანაბეჭდები“, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა.
ნინო დათაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






