ამის შესახებ კლინტონმა ,,PBS“-ს ეთერში განაცხადა.
,,თუ არის მტკიცებულებები ამ მოვლენებთან რუსეთის კავშირის, ამან უნდა უბიძგოს ევროპას, გააკეთოს უფრო მეტი, მინიმუმ სამი მიმართულებით. პირველი რიგში, გააძლიეროს თავის სანქციები და აგრძნობინოს და ნათლად გააგებინოს, რომ მას ამის საფასურის გადახდა მოუწევს. მეორე - დაუყოვნებლივ დააჩქარონ სამუშაოები გაზპრომის ალტერნატივის მიმართულებით და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. თქვენ გესმით, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ მოახდინა თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირება?! ის მთლიანად დამოკიდებულია ბუნებრივ რესურსებზე, პირველ რიგში გაზზე და ნავთობზე! და მესამე - უფრო მეტი აკეთონ ჩვენთან პარტნიორობაში უკრაინის მხარდასაჭერად“,- განაცხადა კლინტონმა.
აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა გააკეთა მოწოდება, რომ საჭიროა უკრაინისთვის ღია სამხედრო მხარდაჭერა მისი არმიისა და საზღვრების გასაძლიერებლად.
მასალის გამოყენების პირობები






