საერთაშორისო გამოხმაურება ბოინგ - 777-ის ჩამოგდების თაობაზე
მსოფლიო - 09:35, 18 Jul, 2014     2777

ბოინგ-777-ის ჩამოგდებას საერთაშორისო თანამეგობრობა ეხმაურება. მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მან გამოძიების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადრება. ობამამ ავია კატასტროფის შესახებ ინფორმაცია პირადად ვლადიმერ პუტინისგანაც მიიღო. სატელეფონო საუბარში უკრაინის კრიზისის დასრულებასა და მალაიზიური თვითმფრინავის ტრაგიკულ შემთხვევაზე ისაუბრეს.

„მსოფლი თვალყურს ადევნებს უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ჩამოვარდნილი სამგზავრო ლაინერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს საშინელი ტრაგედიაა, ჩვენი უპირველესი მიზანია, გავარკვიოთ, იყვნენ თუ არა ბორტზე აშშ-ს მოქალაქეები, ჩემი ეროვნული უშიშროების ჯგუფი მუდმივად ეკონტაქტება უკრაინის მთავრობას, აშშ მზად არის გასწიოს ყველანაირი დახმარება, იმის დასადგენად თუ რა მოხდა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

შეერთებული შტატებიდან ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინიციატივით უკრაინაში უახლოეს საათებში გაემგზავრებიან ექსპერტები, რომლებიც კატასტროფის დეტალებს ადგილზე შეისწავლიან.

„ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშრებით ეროვნული უშიშროების ჯგუფთან ერთად ვმუშაობ, ცოტა ხნის წინ ტელეფონით ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს, მე მას სხვადასხვა ექსპერტებით დახმარება შევთავაზე, მან ჩემი შეტავაზება მიიღო და ექსპერტთა ჯგუფი მალე ჩავა უკრაინაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

უკრაინასთან მუდმივ კონტაქტშია შეერთებული შტატების თითქმის ყველა უწყება, სენატის დახურული სესიის შემდეგ სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ ავია კატასტროფის უკან, სავარაუდოდ უკრაინელი სეპარატისტები დგანან, რომლებიც იარაღით რუსეთიდან მარაგდებიან.

საერთაშორისო გამოძიების დაწყებას მოითხოვს დიდი ბრიტანეთი:

„შოკირებული ვარ ამ ინციდენტის გამო, სამძიმარს ვუცხადებ იმ ოჯახებს და ხლობლებს, ვინც მეგობარი და ოჯახის წევრი დაკარგა ამ ტრაგედიის შედეგად, ჩვენ უნდა გავიგოთ რა მოხდა, ამისთვის საერთაშორისო გამოძიების ჩატარებაა აუცილებელი, რომელსაც გაერომ უნდა უხელმძღვანელოს“, - განაცხადა ფილიპ ჰამონდმა.

ამ აზრს იზიარებს გაერო-ს გენერალური მდივანიც. ამ მიზნით დღეს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაა დაგეგმილი.

„გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციასთან ერთად მუდმოვად ინფორმირებული ვარ ახალი ამბებით ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, ფაქია, რომ უნდა ცატარდეს გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება. მწუხარებას გამოვთქვამ იმ ოჯახების მიმართ, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგა“, - განაცხადა პან გი მუნმა.

წუხელ, ავიალაინერზე დაღუპულებს გლოვობდნენ ამსტერდამში და ჰოლანდიის საელჩოსთან კიევში.

ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42