სეპარატისტებმა ბოინგ-777 იარაღის პოვნის იმედით ჩამოაგდეს - სატელეფონო საუბრები
მსოფლიო - 09:34, 18 Jul, 2014     1184

უკრანაში მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების სამსახური სეპარატისტებს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებს ავრცელებს.

სეპარატისტები ერთმანეთს ჩამოგდებული თვითმფრინავის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. საუბრით ირკვევა, რომ სეპარატისტებს ბორტზე იარაღის პოვნის იმედი ჰქონდა, თუმცა, ეს არ გამართლდა.

უკრაინული მხარის შეხედულებებს იზიარებს ამერიკული მხარეც. დასავლური მედია ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი სარაკეტო დარტყმის შემდეგ არის ჩამოგდებული.

ამ დრომდე ეძებენ შემთხვევის ადგილზე შავ ყუთს, თუმცა, ერთერთი ვერსიით იგი სეპარატისტებმა იპოვეს და მოსკოვში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.

უკრაინაში მალაიზიური ავიალაინერის კატასტროფას ტერაქტად აფასებს უკრაინის პრეზიდენტი:

„დღევანდელმა ტრაგედიამ დაამტკიცა, რომ ტერორიზმი გლობალურ ხასიათს ატარებს, რუსული აგრესია უკრაინის მიმართ არის არა მხოლოდ ჩვენი პრობლემა, არამედ საფრტხე მსოფლიოსთვის, ამ ფაქტს ყველა ერთხმად უნდა გამოეხმაუროს“, - განაცხადა პოროშენკომ.

ვლადიმერ პუტინმა კი ტრაგედიასთან დაკავშრებით გაკეთებულ პირველ კომენტარში განაცხადა, რომ ინციდენტის მიზეზი საომარი მოქმედებებისწარმოებაა და მასზე პასუხს ის ქვეყანა აგებს, რომლის ტერიტორიაზეც ჩამოვარდა თვითმფრინავი:

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს ტრაგედია რ მოხდებოდა, რომ არა საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა პასუხისმგებელი ის ქვეყანაა, რომლის ტერიტოროიაზეც ეს ტრაგედია მოხდა, მე მოვუწოდებ რუსეთის ფედერაციის მთავრობას მაქსიმალურად ჩაერთოს და დაეხმაროს გამოძიებას, რათა ყველამ გაიგოს ტრაგედიის მიზეზი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მალაიზიური მხარე ტრაგედიის მიზეზებზე ამ დრომდე არს აუბრობს. თვითმფრინავის ჩამოდგების ვერსიის დადასტურების შემთხვევაში, მალაიზიის პრემიერმინისტრი დამნაშავეების დასჯას მოიტხოვს.

თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად 295 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 154 ნიდერლანდების მოქალაქეა, 27 ავსტრალიისა და 23 მალაიზიის. ასევე ვრცელდება გერმანიის, აშშ-ს და რამდენიმე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქის გარდაცვალების შესახებ.


ანო თორელი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42