კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება
სამართალი - 22:38, 17 Jul, 2014     3102

ეროსი კიწმარიშვილი ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში თვითმკვლელობის ვერსიას არ ეთანხმება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში სტუმრობისას მოსიაშვილმა განაცხადა, კარგი იქნებოდა თუ გამოძიება აღნიშნულ საქმეს თვითმკვლელობის ნაცვლად სხვა კვალიფიკაციას მისცემდა. მოსიაშვილის თქმით, არსებობს რამდენიმე გარემოება რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეროსი კიწმარიშვილი თავის მოკვლას არ აპირებდა.
„მისმა თანაგუნდელებმა ისაუბრეს, რომ ისინი ეროსისთან შეხვედრას აპირებდნენ. მას ჰქონდა დღის წესრიგი დაგეგმილი. ასევე, ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილებას აპირებდა, მომზადებული იყო დასაქოქად. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, სადაც ეროსი პიჟაკის გარეშეა გადაღებული, ხოლო შემთხვევის დროს მას პიჟაკი აცვია, ეს შესაძლებელია. არ არის გამორიცხული, რომ პიჟაკი ავტომობილში ჰქონოდა. თუმცა მას ღვედი ჰქონდა შეკრული, ანთებული იყო ავტომობილის ფარები ანუ აპირებდა ავტომობილით გადაადგილებას. თუმცა ეს ვერ შეძლო. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს. ამ წუთას კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ამ დროისთვის, დადგენილი არ არის თუ დროის რა მონაკვეთში მოხდა პირის გარდაცვალება“, - აცხადებს გაგა მოსიაშვილი.

მისი ინფორმაციით, არსებობს ვიდეო-მასალები, რომელსაც გამოძიება კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში იყენებს.

„რაც შეეხება სათვალთვალო კამერის შემობრუნების ფაქტს, არსებობს ვერსიები მუშაობდა თუ არა ეს კამერა, რატომ არის შემობრუნებული, მაგრამ ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დაცვაც ცდილობს გარკვეული ინფორმაციის მოპოვებას. ვერ ვიტყვუ, რომ ეს კონკრეტულმა პიროვნებამ სპეცილაურად გააკეთა. ჩემი ინფორმაციით, არსებობს ვიდეო მასალები, რმელიც აქვს გამოძიებას. იმედს ვიტოვებ, რომ თანამშრომლბა დაცვის მხარესა და გამოძიებას შორის გაგრძელდება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, - განაცხადა გაგა მოსიაშვილმა.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42