რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების ფაქტს ეხმაურება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
„ცუდია, როცა აშშ-ს პრეზიდენტი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ასეთ პოზიციას გამოხატავს. საპასუხოდ აღვნიშნავ, რომ ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის ლიდერებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ მსოფლიო პოლიტიკის მხოლოდ ერთი მხარის ქმედებების განსჯით, ისინი კონფროტაციებს არ ეძებენ, არამედ პირიქით, იმის მომხრენი არიან, რომ ჩვენ კოლექტიურად ვიმუშაოთ, ყველა გიგანტი ქვეყნის ჩათვლით, რათა სხვადასხვა პრობლემების გადასაწყვეტად შეთანხმებას მივაღწიოთ
ასე რომ სავარაუდოდ, ყველაფერს ფილოსოფიურად უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ჩვენ ცალმხრივ ქმედებებს, ემოციებსა და პრაგმატულობას ვეწინააღმდეგებით“, - განაცხადა ლავროვმა.
ანო თორელი
მასალის გამოყენების პირობები






