დამოუკიდებელი ექსპერტი დასკვნის დასადებად შემთხვევის ადგილისა და მანქანის შესწავლას ითხოვს.
მაია ნიკოლაიშვილი ავტომობილის სალონში გარდაცვლილის სისხლის კვალის შესწავლის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილის სამოსზე აღმოჩენილი სისხლის ლაქის მიხედვით, მსგავსი კვალი მანქანის სალონის წინა ნაწილშიც უნდა აღინიშნებოდეს.
„შეიძლება იარაღის ტიპი კი ბატონო იყოს, თქვა, რომ ეს ამ ტიპის ირაღით შესაძლოა იყოს მიყენებული, მაგრამ აი ის კონკრეტული იარაღი იყო თუ არა დანაშაულის იარაღი მიბჯენილი მის შუბლზე და დარჩა თუ არა შესაბამისი რაცუნდა და დარჩეს, თავს შევიკავებ, არ ვიტყვი ეს აუცილებლად გამოსაკვლევია. წინა სალონში არის თუ არა გვერდით ის შხეფები, რომელიც იყო მის ტანსაცმელზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ძალიან ბევრი რამე ნელ-ნელა უნდა დაიწყოს, ნელ-ნელა როგორ, შემთხვევის ადგილი უნდა დათვალიერდეს და მანქანა უნდა დათვალიერდეს“, - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.
ნინა გოლოშვილი
მასალის გამოყენების პირობები






