მოსკოვის მეტროში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. საავადმყოფოშია გადაყვანილი 140 ადამიანი, მათგან 63 მძიმე ტრავმებით რეანიმაციაში რჩება.
შემთხვევის ადგილზე უკვე დასრულდა საგამოძიებო-სამაშველო სამუშაოები, ამ დროისთვის მეტროსადგურ "პარკ პობედისა" და "სლავიანსკი ბულვარს" შორის არსებული მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 2 ადამიანი დააკავა - ისინი სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები, რაც, უწყების ინფორმაციით, შესაძლოა ავარიის მიზეზი გამხდარიყო.
გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიას განიხილავს. მოსკოვის მეტროპოლიტენში კი ამბობენ, რომ მატარებელი შემოწმებული იყო და ის გამართულად მუშაობდა. ლიანდაგიდან სამი ვაგონი მოსკოვის მეტროპოლიტენში 2 დღის წინ გადავარდა.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






