ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ეს საინტერესოა - 09:27, 17 Jul, 2014     8038
1. ჯორდანო ბრუნო - იტალიელი ფილოსოფოსი, მისი ბოლო სიტყვები იყო: "დამწვათ არ ნიშნავს რომ ვუარყო".

2. ვლადიმერ ლენინი, რუსი პოლიტიკური მოღვაწე, ათეისტი და ბოლშევიკთა პარტიის დამაარსებელი. სიკვდილის წინ შენდობას სთხოვდა მაგიდასა და სკამებს.

3. პეტრე პირველი, რუსეთის იმპერატორი, სიკვდილის წინ ფურცელი და კალამი ითხოვა და მხოლოდ ორი სიტყვის დაწერა მოასწრო: "ყველაფერი მიეცით"...

4. თომას მორი - ინგლისელი მოაზროვნე და მწერალი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. ჯალათს ეუბნებოდა: "კისერი მოკლე მაქვს, ამიტომ კარგად დაუმიზნე". წვერი გადაიწია და თქვა: "ამასაც ხომ არ მიუძღვის ბრალი სახელმწიფო ღალატში".

5. "არ გაბედოთ და ღმერთს არ სთხოვოთ ჩემი დახმარება" -მ იმართა მოახლეს ჯოან კროუფორდმა, როდესაც ამ უკანასკნელმა მისთვის ლოცვის კითხვა დაიწყო.

6. "მე თავგზააბნეული ვარ, განვედ სატანავ!"- ერთ-ერთი ცნობილი ოკულტისტის სიტყვები.

7. "ახლა რატომ გავაკეთე ეს"- გენერალ უილიამ ერსკინეს ბოლო სიტყვები, როდესაც ფანჯრიდან ხტებოდა.

8. "ვგრძნობ ავად ვარ, დაურეკეთ ექიმებს"- მაო ძედუნი.

9. "ხვალ მე აქ აღარ ვიქნები" - ნოსტრადამუსი.

10. "ტაში მეგობრებო, კომედია დასრულებულია" - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი.

11. "ღმერთო დაეხმარე ჩემს საბრალო სულს" - ედგარ ალან პო.

12. "ახლა მხოლოდ წამებაა ჩემს გარშემო, მას კი არავითარი გრძნობა არ გააჩნია"- ზიგმუნდ ფროიდი.

13. "მოიცადეთ მოვაგვარო ჩემი პრობლემები" - არქიმედე.

14. "მე ვიცხოვრე როგორც ფილოსოფოსმა და ვკვდები როგორც ქრისტიანი" - კაზანოვა.

15 .ჩარლზ ჩაპლინი - როდესაც ამ გენიოსს მღვდელმა ჰკითხა: "როგორ ფიქრობთ, ღმერთი მიიბარებს თქვენს სულს?" მან უპასუხა:"რატომაც არა, ის ხომ მაინც მისი საკუთრებაა".

16."კმარა შემეშვით, უკანასკნელი სიტყვები იმ სულელებისაა, რომლებსაც ჯერ კიდევ არაფერი უთქვამთ" - კარლ მარქსი.

17. "ღამე მშვიდობის" - ჯორჯ ბაირონი.

18. "დაშავდა ვინმე?" მიმართა კენედიმ თავის ცოლს, ვიდრე კომაში ჩავარდებოდა.

19. "ერთი სული მაქვს დავტოვო ეს ცოდვილი სამყარო, მე ხომ აქ აღარასოდეს დავბრუნდები"-ფრიადა კალო.

20. გილიოტინისკენ მიმავალმა დედოფალმა მარია ანტუანეტამ მიმართა ჯალათს, როდესაც მას შემთხვევით ფეხი დაადგა: "მომიტევეთ სერ, მე ეს გამიზნულად არ ჩამიდენია".

ნინა შადური
წყარო: dainteresdit.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42