სათვალთვალო კამერა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის კუთვნილ ავტომანქანას უყურებდა სხვა მხარეს არის შეტრიალებული.
მტვერით დაფარულ კამერას ხელის თითების კვალიც ეტყობა - კიდევ ერთ საეჭვო გარემოებაზე გარდაცვლილი ძმა ამახვილებს ყურადღებას, რომელიც ავტომობილის დათვალიერების პროცესს პირადად ესწრებოდა. საეჭვო მისთვის ავტომობილში აღმოჩენილი იარაღია.
„მე ვნახე იარაღი, რომელიც, როგორც ამბობენ მიბჯენით იყო გამოყენებული, მასზე არ იყო სისხლის კვალი, მე სხვაგან ყველგან ვნახე სისხლი, მთელს მანქანაში და იარაღი მომეჩვენა სუფთა, საკმაოდ ახლოს ვნახე და ეს იყო ჩემთვის უცნაური დეტალი“,- განაცხადა გარდაცვლილის ძმამ „რუსთავი 2“-თან საუბარში.
ოჯახის წევრები თვითმკვლელობას კიდევ ერთ დეტალზე დაყრდნობით გამორიცხავენ. ზურაბ კიწმარიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილს ღვედი ეკეთა. მისივე თქმით, ეროსი კიწმარიშვილი იჯდა საჭესთან, ეკეთა ღვედი და მანქანის ფარები იყო ანთებული.
მასალის გამოყენების პირობები






