მოსკოვის მეტროში მომხდარ კატასტროფაში ეჭვმიტანილი ორი პირი სამართალდამცავებმა დააკავეს. ავარიის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
დამნაშავეებს ბრალი წარედგინებათ, ამის შემდეგ ბრალდებულების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.
დაკავებულთაგან ერთერთი „მოსკოვის მეტროს“ თანამშრომელი ვალერი ბაშკატოვია. მეორე კი მისივე დამხმარე იური გორდოვი გახლავთ.
სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ოთხშაბათი მოსკოვში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ავარიის შედეგად ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა. 8 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარება კრიტიკულია, 47-ის მძიმე, 150 დაშავებული კი სხვადასხვა სახის დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადანაწილებული.
ჯერჯერობით უცნობია მომხდარის ზუსტი მიზეზი. საქმეზე გამომძიებლები და ტექნიკური ექსპერტები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები






