უზენაესმა სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა.
საქმე ეხება სამ ეპიზოდს - სენაკის ბრიგადაში ჯარისკაცების კოლექტიურ დასჯას, ზვიად აბესაძისთვისთავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეს და ვაზიანის ბრიგადაში ზურაბ შამათავას მიერ ერთ-ერთი ოცმეთაურის, პაატა პაატაშვილის ცემას სხვა ჯარისკაცების თვალწინ.
„თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მას სამი ბრალი ჰქონდა წაყენებული - ე.წ. ვაშლის თლა, სენაკში ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობა და მესამე აბესაძეს, რომ წიწაკა ესროლა...ამის შემდეგ აპელაციაში გამართლდა ბაჩო, შემდეგ უზენაესში გასაჩივრეს პროკურორებმა, მაგრამ უზენაესშიც გამართლა, სამივე ინსტანციამ გაამართლა და საქმე დაიხურა“, - განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






