ადამიანი, რომელიც ოთხშაბათს დაიბადა - მერკურის ადამიანი
ეს საინტერესოა - 13:27, 16 Jul, 2014     4240

თუ ადამიანი ოთხშაბათს დაიბადა, მის ცხოვრებას პლანეტა მერკური მართავს და მას შესაძლოა მერკურის ადამიანი ვუწოდოთ. მერკური - ახალგაზრდობის და სიმსუბუქის პლანეტაა, და მერკურის ადამიანებს, ასაკის მიუხედავად, შეუძლიათ თავი მუდამ ახალგაზრდად იგრძნოს, ასევე შესწევთ ძალა მუდამ კარგად გამოიყურებოდნენ, ღრმა სიბერემდე იყვნენ მიმზიდველნი. მერკურის ადამიანის ცხოვრებაში აქტუალური თემებია მეგობრები, პარტნიორები, დედმამიშვილები, მსგავსი ტიპის ადამიანი ყოველთვის არკვევს ურთიერთობებს, როგორც მეგობრებთან, ასევე საკუთარ დედმამიშვილებთანაც კი. მერკურის ადმაიანს შესაძლოა უყვარდეს საკუთარი დედმამიშვილები, მეგობრები, შესაძლოა ცუდად ექცეოდეს მათ, შესაძლოა ჰყავდეს ბევრი მეგობარი ან საერთოდ არ ჰყავდეს, მაგრამ ეს თემები მის აფორიაქებასა და შეშფოთებას იწვევს, მას ეს ყოველივე ძალიან აღელვებს. დედმამიშვილებსა და მეგობრებს შეუძლიათ მერკურის ადამიანს გაცილებით მეტი მისცენ, ვიდრე მშობლებს.

ახალგაზრდა მერკურის ადამიანი ხშირად არის მოუსვენარი, მოძრავი, მარტივად ეფანტება ყურადღება. ასეთ ბავშვებს უნდა ასწავლოთ მობილიზება თუნდაც თამაშის ან კითხვის დროს. სწავლების პროცესი კი შეუმჩნევლად უნდა წარიმართოს. მერკურის ადამიანების უმრავლესობას დედმამიშვილები და მეგობრები უფრო მეტს ასწავლიან ვიდრე მშობლები და მასწავლებლები. სწავლაში ჩამორჩენილი მერკურის ადამიანისთვის უფრო მარტივია ისწავლოს წარმატებულ მეგობართან ერთად ვიდრე რეპეტიტორთან. მერკური - ერთფეროვნების მოწინააღმდეგეა, ეს ხომ მოძრაობისა და მუდმივი ცვლილებების პლანეტაა. შედეგად ოთხშაბათს დაბადებული ადამიანები ხშირად იცვლიან დამოკიდებულებას ადამაინებისა და სიტუაციების მიმართ. არ უნდა ეჩხუბოთ მერკურის ადამიანს იმის გამო, რომ ის ძალიან ხშირად იცვლის მეგობრებს ან ასევე ხშირად ცვლის ინტერიერს საკუთარ ოთახში. ცვლილებები მისთვის ისევე მნიშვნელოვანია როგორც ჰაერი. იგი თავს ცუდად იგრძნობს იმ შემთხვევაში, თუ მის გარშემო არავითარი ცვლილებები არ მოხდება, ამიტომ დროთა განმავლობაში საჭიროა მის ოთახში ინტერიერის განახლება, რაც შეიძლება ხშირად ახალი ტანისამოსის და სხვადასხვა ნივთების შეძენა.

რაც უფრო დიდი გასაქანი აქვს მერკურის ადამიანს და რაც უფრო მრავალფეროვანია მისი ცხოვრება, მით უფრო ბედნიერია იგი. მერკურის ადამიანები ცდილობენ მათ მსგავს ადამიანებთან ურთიერთობას. ისინი თავს უფრო დარწმუნებულად იგრძნობენ, ასევე თავს დაიზღვევენ შესაძლო კომპლექსებისგან, თუ შეძლებენ მათზე უფროს ადმაიანებს მხოლოდ სახელით მიმართონ, ასევე მათთან მეგობრული ურთიერთობა ექნებათ და შენობით მიმართავენ. მერკურის ბავშვის აღზრდის დროს დაუშვებელია აკრძალვა, რადგან მერკური - თავისუფლების პლანეტაა. ოთხშაბათს დაბადებული ადამიანისთვის რაიმეს აკრძალვით, განსაკუთრებით ურთიერთობის ან აქტიური თამაშების, ჩვენ კომპლექსების ჩამოყალიბებისთვის შეუდარებელ საფუძველს ვქმნით. ეცადეთ შექმნათ მერკურის ბავშვისთვის ისეთი პირობები, სადაც რაიმეს აკრძალვა საჭირო არ გახდება. მერკურის ადამიანს ხშირად აქვს საუბართან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა, მას უჩნდება სურვილი იყოს ინფორმაციის გადმოცემის წყარო და ამით დაკავდეს.

მერკურის ადამიანი შესაძლოა გახდეს კარგი მასწავლებელი დაწყებით სკოლაში, ასევე ჟურნალისტი, მწერალი. მერკურის ბავშვისთვის სასარგებლო იქნება თუ იგი რაც შეიძლება მცირე ასაკში ისწავლის კითხვას, ასევე ისწავლის საკუთარი აზრების ლაკონურად გადმოცემას, შეძლებს მოაგროვოს ინფორმაცია და გამოიყენოს იგი. მისთვის სასარგებლოა ისწავლოს ლექსები, ითამაშოს ინტელექტუალური თამაშები, მშობლებმა რაც შეიძლება ხშირად უნდა ისაუბრონ ოთხშაბათს დაბადებულ შვილთან. რაც უფრო განათლებული იქნება მერკურის ადამიანი, მით უფრო თავისუფლად შეძლებს სიტყვების ფლობას, ასევე უფრო მტკიცედ გადადგამს სხვადასხვა ნაბიჯებს ცხოვრების განმავლობაში. მერკურის ადამიანები შესაძლოა ეშმაკებიც იყვნენ, შეუძლიათ კომერციული საქმიანობით დაკავდნენ. მთელი ცხოვრების მანძილზე ოთხშაბათი მერკურის ადამიანისთვის წარმატებული დღეა, კვირის ამ დღეს მას შეუძლია მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და გადაჭრას რთული საკითხები. მერკურის ადმაიანისთვის წარმატებული წელია ის, რომელიც ოთხშაბათით იწყება.

მერკურის ადამიანები, მუდამ ილტვიან სამართლიანობისა და ჰარმონიისკენ. ისინი ვერ იტანენ დაპირისპირებას და სისხლისღვრას. ოთხშაბათის ადამიანებს მრავალი გეგმა აქვთ, მაგრამ მათი ხორცშესხმის დროს ისინი სირთულეებს აწყდებიან. მათ არ ჰყავთ მცირე მტერი, რადგან ისინი მიმართულნი არიან ზეწოლა განახორციელონ გარშემომყოფებზე. ასეთი ადამიანები მარტივად აღიდგენენ ძალებს და კვლავ ცდილობენ მწვერვალების დაპყრობას. მათი სუსტი წერტილი კი თავი, მისი ტკივილი და ტრავმებია.

ანანო კვაჭანტირაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42