შსს ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სამართალი - 16:08, 15 Jul, 2014     1637

შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც ,,ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, უწყება უარყოფს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელს მუშაობაში დაბრკოლება შეუქმნეს.

„2014 წლის 11 ივლისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული არმენ მარანგოზიანი მივიდა ახალქალაქის პოლიციის შენობაში მოქალაქის მოსანახულებლად, რომლის ოჯახის წევრთა ცნობით, მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობდა. სახალხო დამცველის რწმუნებულმა წარადგინა შესაბამისი მოწმობა, რის შემდეგ ის შევიდა პოლიციის შენობაში, მას გაესაუბრა სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა სამმართველოში, რის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა დატოვა პოლიციის შენობა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელს მუშაობაში დაბრკოლება შეუქმნეს და მოქალაქესთან ვიზიტის განხორციელებაში ხელი შეუშალეს სიმართლეს არ შეესაბამება. შსს აქტიურად თანამშორმლობს სახალხო დამცველის აპარატთან და 2013-2014 წლების განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში 140-მდე ვიზიტი განახორციელეს“, - აცხადებენ შსს-ში.

ომბუდსმენი ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე ძალოვანი უწყებისგან რეაგირებას ითხოვს.

უჩა ნანუაშვილის თქმით, მისი წარმომადგენელი დროებითი მოთავსების იზოლატორში არ შეუშვეს, რაც, მისივე განმარტებით, კანონდარღვევაა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42