შსს-ში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა
სამართალი - 09:41, 15 Jul, 2014     727

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეორე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. აღნიშნული კომისია ახორციელებს მონიტორინგს ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებსა და შესაბამისი კანონის აღსრულებაზე. კომისიის საქმიანობის მიზანია, გამოიკვეთოს საერთო სურათი ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით: მოხდეს ე.წ. „შავ ბაზარზე“ დაკვირვება, თუ რომელი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვა ხდება, რა რისკები არის დაკავშირებული ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სხვადასხვა რელევანტური უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გაანალიზება პრობლემების აღმოჩენის კუთხით, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების გამოსაქვეყნებლად ინფორმაციის შეჯამება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომისიის პირველ სხდომაზე დასახული მიზნები განხორციელდა. შემუშავდა რამდენიმე საკანონმდებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სრულყოფას, ისევე როგორც ამ კუთხით შსს-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურს შორის კომპეტენციათა გამიჯვნისათვის კონკრეტული საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფო ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მოქმედებს გრძელვადიან რეჟიმში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ მდგომარეობის დარეგულირების კუთხით და მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ზოგადად ნარკოვითარებასთან მიმართებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42