თუ ადამიანი ორშაბათს დაიბადა, მის ცხოვრებას მთვარე მართავს და ასეთ ადამიანს შესაძლოა მთვარის ადამიანი ვუწოდოთ. ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, ყველაფერი, რითიც იგია დაკავებული, ხდება მისი სულის გავლით, სწორედ ამიტომ, მსგავსი ადამიანები ყველაფერს განსაკუთრებულად განიცდიან, მათი სული მუდამ იბრძვის, რათა შეიცნოს მსოფლიო ემოციურ დონეზე. არ არის მარტივი იყო მთვარის ადამიანი, რადგან მსგავსი ადამიანის ფსიქიკა მუდამ დაძაბულია. მსგავსი ადამიანები ხშირად მიმართავენ ნევროპათოლოგებსა და ფსიქოანალიტიკოსებს. მეგობრებთან ურთიერთობისას მთვარის ადამიენბი ძირითადად საუბრობენ იმაზე, თუ რა ხდება მათ სულში.
ადამიანები, რომლებიც ორშაბათს არიან დაბადებული, როგორც წესი ჰუმანიტარულ პროფესიას ირჩევენ, დაკავებულნი არიან ქველმოქმედებით, მუშაობენ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებთან. ასეთი ადამიანი შესაძლოა გახდეს საუკეთესო „წამალი“ ადამიანის სულისთვის, იგი საკუთარ თავში აგროვებს სხვა ადამიანების ტანჯვას, საკუთარ თავში ახშობს სხვის ტკივილს. მთვარის ადამიანი იზიდავს სხვა ადამიანებში არსებულ მთვარის ენერგიას. მთვარე - ქალის თანავარსკვლავედია, რომელიც უარყოფით ენერგიას ფლობს, სწორედ ამიტომ მთვარის ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უარყოფით ენერგიას აგროვებს და რაც უფრო მეტ ტანჯვას ხედავს მის გარშემო მსგავსი ადამიანი, მით უფრო რთულია მისთვის ცხოვრება. ასეთი ადამიანისთვის აუცილებელია შეგუება, უფლის რწმენა, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი ის, რომ რაც შეიძლება მარტივად აღიქვან მათ ირგვლივ არსებული სირთულეები და არ მიაყენონ მნიშვნელოვანი ზიანი საკუთარ ფსიქიკას. თუ მთავარის ადამიანი, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედადაა, ფიქრობს, რომ დამოუკიდებელია, მაშინ მას გაუჭირდება მის სულში დაგროვებული უარყოფითი ენერგიის და განცდების გამკლავება. შედეგად სწრაფად გახდება ავად, გამოიფიტება და შესაძლოა გაგიჟდეს კიდეც.
იმისათვის, რომ ორშაბათს დაბადებული ადამიანი საკუთარი შესაძლებლობების მსხვერპლი არ გახდეს, არ დაიტვირთოს სული სხვისი განსაცდელებით, უნდა ვასწავლოთ მას არ შეინახოს საკუთარ სულში უარყოფითი ენერგია, დაივიწყოს წარუმატებლობები, რაც მის გარშემო ხდებოდა, ვასწავლოთ იცხოვროს დღევანდელი დღით, გადაწყვიტოს დღეს არსებული დავალებები და არ დაუბრუნდეს საკუთარი გონებით წარსულ ამებებს, რასაც ვერ დაიბრუნებ, ვერ გამოასწორებ.
მუდმივი ემოციური დაძაბულობა მთვარის ადამიანებს ხელს უშლიან იყვნენ რომანტიულები, მელანქოლიურები. მთვარის ადამიანი ცხოვრების დინებას მიჰყვება და ძალიან იშვიათად რისკავს. მას ამისათვის ძლიერი სტიმული სჭირდება. მთვარის შვილებს სწავლის დროს სწრაფად ეფანტებათ გონება, ისინი სიამოვნებით წავლენ სკოლაში, თუ მასწავლებელი არის კეთილი, ნაზი, სათნო.
მთვარე - დედის თანავარსკვლავედიცაა, სწორედ ამიტომ მთავარის ადამიანისტის დედა მის ცხოვრებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმაზე თუ რამდენად ჰარმონიული ურთიერთობა აქვს მთვარის ადამიანს დედასთან დამოკიდებულია მისი ცხოვრების მრავალი სფეროს წარმატებულობა, მისი თვითშეფასება, სულის სიჯანსაღე და სხეულის ჯანმრთელობა. მთავარის შვილის განსავიტარებლად ერთერთი საუკეთესო საშუალება შინაური ცხოველი, უმცროსი დედმამიშვილები, თოჯინებია, მსგავსი ადამიანი ხომ დედურ ინსტიქტს განსაკუთრებული სიძლიერით ფლოსბ, სწორედ ამიტომ მათ ეხმარება ყოველივე, რაც მზრუნველობის გამომჟღავნების საშუალებას იძლევა.
მთვარე - სახლის თანავარსკვლავედია, სწორედ ამიტომ მთავარის ადამაინებს მოსწონ შინ დროის გატარება. ისინი სერიოზულად იტანჯებიან იმ შემთხვევაში თუ არ აქვთ მუდმივი საცხოვრებელის ახლი, საკუტარი ოთახი ან არიან მუდმივ მოგზაურობაში. ისინი შესაძოა გხდნენ სპეციალისტები ნებისმიერ პროფესიაში, რაც საცხოვრებელ სახლებს უკავშირდება.
მთვარე - ოჯახის თანავარსკვლავედია, შედეგად მთვარის ადამიანებს ოჯახის გარეშე ძალიან უჭირთ. მათი წარმატების ხარისხი დამოკიდებულია იამზე თუ როგორი ოჯახური სიტუაცია აქვთ. ასევე მნიშვნელოვანია მეორე ნახევართან ურთიერთობაც. ასევე ნებისმიერ სფეროში მთვარის ადამიანისთვის ორშაბათი წარმატებული დღეა. სწორედ ამ დღეს შეუძლიათ მსგავს ადამიანებს წარმატებული იდეის განხორციელება, სწორი გადაწყვეტილების მირება, სწორი ნაბიჯის გადადგმა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ გამოერევა წარმატებული წელი.
მთვაარის ადამიანები დაჯილდოვებულნი არიან გამჭრიახი გონებით, ცნობისმოყვარეობით, მიზანსწრაფულობით, პასუხისმგებლიანობით. ისინი პასუხს აგებენ საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებზე. მათ განვითარებული აქვთ ინტუიცია, ისინი გამოირჩევიან დამოუკიდებლობით და შეხედულებების ორიგინალურობით.
ორშაბათის ადამიანები მიდრეკილნი არიან მეცნიერებისკენ, ენების შესწავლისკენ, მუსიკისა და პოეზიისკენ. მათ მთელი ცხოვრების განმავლოაბში აღიარება თანსდევთ.
მათ მარტივად უყვარდებათ, მაგრამ მათი გრძნობები ხანგრძლივი და მყარია. აქვთ ოჯახური იდილია, განსაკუთრებით მაშინ კი თუ ისინი ნეგატიურ ენერგიას გამონთავისუფლების საშუალებას არ აძლევენ.
მასალის გამოყენების პირობები






