„საქართველოში უკრაინის მოვლენების განვითარებაა მოსალოდნელი“, - ამის შესახებ განცხადება დღეს ვანო მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში 26 მაისის საქმის განხილვის დროს გააკეთა.
ყოფილმა პრემიერმინისტრმა განცხადების გაკეთების შემდეგ პროცესი დატოვა. საქმის განხილვა მეორე ინსტანციის სასამართლოში დაახლოებით ორი საათის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე განსასჯელის დასწრების გარეშე გრძელდება. ცოტახანში პროკურატურა სხდომაზე დასკვნითი სიტყვითაც წარსდგება.
„უკრაინა უკვე განთავისუფლდა , როგორც პრორუსული ოლიგარქისაგან, ჩვენ წინ გვაქვს ეს ბედნიერება, დღეს უკრაინის მებრძოლები ათავისუფლებენ ლუგანსკისა და დონეცკის რაიონებს, მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, რომ ვიყო თავისუფალი, უკრაინაში, ჩემს მეგობრებთან ერთად იარაღით ხელში ვიბრძოლებდი უკრაინის გასათავისუფლებლად, იმიტომ, რომ უკრაინის თავისუფლება საქართველოს თავისუფლებაა, მე მგონია, რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მოგვიწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებისთვის ბრძოლა, ისევე, როგორც ამას ახორციელებს უკრაიანა, მე ვამაყობ, მიხარია, ბენიერი ვარ, რომ ვუყურებ თითოეულ გათავისუფლებულ სოფელს და ქალაქს, რაც ხდება უკრაიანში“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






