„თბილისის აეროპორტი“ რამდენიმე კანონდარღვევა გამოვლინდა
სამართალი - 13:56, 14 Jul, 2014     2080

„თბილისის აეროპორტი“ ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა სახის რამდენიმე კანონდარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საბაჟო გჰამშვებ პუნქტში კერძოდ, 5 ცალი მობილური ტელეფონის - Samsunng Galaxy S5 - და 1200 ღერი ფილტრიანი სიგარეტის - Marlboro - შემოტანა სცადა დეკლარირების წესის გვერდის ავლით 11 ივლისს „თბილისის აეროპორტში“ აზერბაიჯანის მოქალაქე ფ. მ.-მ, რომელიც რეისით დუბაი-თბილისი ჩამოფრინდა. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 5498,15 ლარი. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მგზავრს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5498,15 ლარის ოდენობით.

ასევე არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 13 ივლისს, სგპ „თბილისის აეროპორტში“, რეისით დუბაი - თბილისი, ჩამოსული აზერბაიჯანის მოქალაქე ა. პ.-ის ბარგის დათვალიერების შედეგად. მგზავრს უკანონოდ შემოჰქონდა არადეკლარირებული IPHONE 5s – 4 ცალი, NEXUS 5 – 1 ცალი, SAMSUNG GALAXY NOTE 3 – 2 ცალი, LG-G3 – 1 ცალი, LG- G FLEX – 3 ცალი. საქონლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10824,77 ლარი. მგზავრს, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 10824,77 ლარის ოდენობით.

12 ივლისს სგპ „თბილისის აეროპორტში“ რეისით სტამბოლი - თბილისი, ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ნ. გ., რომლის ბარგშიც მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტი KEMIRICA 300 მლ. (Pregabalini) – 90 კაფსულა აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42