,,ისინი, ჩემი ინფორმაციით, იკითხებიან ფინანსურ პოლიციაში, აქედან გამომდინარე, მე არ ვარ უფლებამოსილი, რაიმე ტიპის განცხადებები გავაკეთო სხვის მაგივრად. ერთადერთი რამ ვიცი ნამდვილად, რომ ნიკა გვარამიას შემთხვევაში იქნება ეს, თუ სხვა რომელიმე პირის შემთხვევაში, მთავარი არის მტკიცებულებები და ის, თუ რა გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არ არის ის საქმე, რომელსაც შეიძლება, რამე კუთხით მტკიცებულებების დარგში უჭირდეს. მაგრამ უფრო დეტალებზე, უმჯობესია, კომენტარი ფინანსურ პოლიციას თხოვოთ", - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენიას და კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მოწმის სტატუსით იკითხებიან.
მასალის გამოყენების პირობები






