წუხელ ისრაელმა მორიგი საჰაერო იერიში ღაზას სექტორში დაუსახლებელ ტერიტორიაზე განახორციელა. იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია,
გამთენიისას კონფლიქტის ზონაში შედარებით სიმშვიდე იყო. ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორში მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ მათ თავი შეიკავონ იმ ტერიტორიაზე ყოფნისგან, სადაც ჰამასის მებრძოლები იმყოფებიან.
უკანასკნელი მონაცემებით ღაზას სექტორში მსხვერპლის რაოდენობა 172-ს აღწევს და მათი უმრავლესობა რიგითი მოქალაქეა.
ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასის მებრძოლები თავს საცხოვრებელ სახლებს აფარებენ, რის გამოც ისრაელის არმიას დასახლებულ ტერიტორიებზე უხდებათ იერიშის განხორციელება.
„მათ სურთ მეტი მსხვერპლის გამოწვევა, თუმცა, ამას ვერ ახერხებენ, რაც ჩვენი ანტისარაკეტო სისტემების დამსახურებაა. ჰამასი რაკეტებს საცხოვრებელი სახლებიდან ისვრის, სადაც იარაღს რუკებსა და კომუნიკაციის საშუალებებს ინახავენ. რა თქმა უნდა ეს მათ იმუნიტეტს არ ანიჭებთ და ჩვენ ამ სახლებზე ვახორციელებთ იერიშს, ვცდილობთ მსხვერპლი მინიმალური იყოს“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
მასალის გამოყენების პირობები






