მე იმ ქალაქიდან ვარ, რომლის აევნებს, დუქნებს და ქუჩებს ხატავდა ფიროსმანი და ვამაყობ!
მე იმ ქალაიდან ვარ, რომლის აევნებიც და ქუჩებიც გადაწვა მხატვარმა კიტოვანმა და მრცხვენია!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც კაცურად დააბიჯებდა გალაქტიონი, ერქვა პოეტი და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც კუნტრუშობს ამაშუკელი, ჰქვია პოეტი და მრცხვენია!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ჯავახიშვილს ერქვა პრორექტორი და რექტორი და უზომოდ ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც კურტანიძეს ჰქვია პრორექტორი და უზომოდ მრცხვენია!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ვახტანგმა საძირკველი გათახარა და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ქალაქის თავად აირჩიეს ნარმანია და მრცხვენია!
მე იმქალაქიდან ვარ, სადაც ერთმანეთს ტიტებს ჩუქნიდნენ და ვამაყობ!
მე იმ ქალაქიდან ვარ, სადაც ახლა, ზიზიღი, შური და მტრობაა
და ძალიან ძალიან მრცხვენია!!!
მე იმ ქალაქიდან ვარ, რომელსაც თავს დასცქერის ქართლის დედა და ვამაყობ!
და მე იმ ქალაქიდან ვარ, რომელასც თავს დასშტერებია ბიძინა და მრცხვენია! მრცხვენია! მრცხვენია!!!
მასალის გამოყენების პირობები