სავალუტო ფონდი საქართველოს 390 მილიონ ლარს გამოუყოფს
საზოგადოება - 11:39, 19 Dec, 2012     483
მისიის მიზანი იყო სსფ-ს მიერ სარეზერვო დაფინანსებით და სარეზერვო დაკრედიტების მექანიზმებით მხარდაჭერილი ქვეყნის ეკონომიკური პროგრამის პირველი მიმოხილვა. აღნიშნული პროგრამა 2012 წლის 11 აპრილს დამტკიცდა და 24 თვე გრძელდება და საქართველოსთვის 250.0 მილიონი სპეციალური სესხების უფლების ერთეულის (SDR-is) (დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარის) გამოყოფას ითვალისწინებს.

ორი წლის განმავლობაში საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 390 მილიონი დოლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა, პროპორციულად განაწილდება დაფინანსების ორ მექანიზმს შორის (სარეზერვო დაფინანსებასა (SBA) და სარეზერვო დაკრედიტების მექანიზმებს შორის (SCF).)

თანხა პროპორციულად განაწილდება დაფინანსების ორ მექანიზმს შორის (სარეზერვო დაფინანსებასა (SBA) და სარეზერვო დაკრედიტების მექანიზმებს შორის (SCF).)
„ვიზიტის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ და ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია მოლაპარაკებაში.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლეთ ქვეყნის ახალ მთავრობასთან და განვიხილეთ თუ როგორ შეუძლია სსფ-ს პროგრამას ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას. ხელისუფლებამ გამოხატა მზაობა გაიზიაროს ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ძირითადი მიზნები: გაამყაროს ქვეყნის საგარეო ფაქტორებისადმი მედეგობა საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით, ასევე საბიუჯეტო დეფიციტის კლებით, რათა გაუმჯობესდეს ბაზარის რწმენა და უზრუნველყოფილი იქნეს კერძო სექტორის აქტივობით განპირობებული მდგრადი ეკონომიკური ზრდა"- აღნიშნა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა. მისივე განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა 2012 დადებითად ფასდება, შემცირებულია ინფლაციის დონე.

„ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება მიმდინარე წელს ზოგადად დადებითია. ეკონომიკური ზრდა ძლიერია, ამასთან ინფლაცია მკვეთრად შემცირდა. ბოლოხანს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შესაძლო ნიშნების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა 2012 წელს მოსალოდნელია 7%-ის ფარგლებში. ხსენებული ზრდის ტემპის კლება განპირობებულია ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ზრდის ტემპის კლებით, ასევე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გარკვეული შენელებითა და არჩევნებისა და პოლიტიკური ხელისუფლების გადაცემით გამოწვეული გაურკვევლობებით.

ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა შეესაბამება სსფ-ს სარეზერვო დაფინანსებისა და დაკრედიტების მექანიზმებით მხარდაჭერილი პროგრამის პარამეტრებს. 2012 წლის ივნისის ბოლოსთვის განსაზღვრული პროგრამის ინდიკატორები და ყველა სტრუქტურული ამოცანა დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა შესაბამისობაშია 2012 წლის დეკემბრის ბოლოსთვის დათქმულ ინდიკატორებთან. ფისკალური კონსოლიდაცია შეთანხმებული ტემპით ხორციელდება: 2012 წლის ფისკალური დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.5 პროცენტამდე შემცირდება, თუმცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი პროგნოზირებულზე მაღალია"- აცხადებს მარკ გრიფიტსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42