საქართველომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ ჟენევაში ანგარიში წარადგინა
2012 წელს „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტის მე-40 მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობამ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტში პაქტის შესრულების შესახებ მეოთხე პერიოდული ანგარიში წარადგინა.
ანგარიშის განხილვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 111-ე სესიაზე ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. საქართველოს დელეგაციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. დელეგაცია დაკომპლექტებულია საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც მონაწილეობდნენ პერიოდული ანგარიშის მომზადებაში და პასუხისმგებელნი არიან ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
ანგარიშის განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პარლამენტარი თინათინ ხიდაშელი, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი; ასევე, საქართველოს მთავარი პროკურატურის; უზენაესი სასამართლოს; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; შინაგან საქმეთა; საგარეო საქმეთა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა; განათლებისა და მეცნიერების; განსახლებისა და ლტოლვილთა, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
კომიტეტი განიხილავდა, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ამ პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. ორდღიანი განხილვისას 26 საკითხზე გამახვილდა ყურადღება. მას შემდეგ, რაც დელეგაციის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა მოკლე ანგარიში წარმოადგინა, კომიტეტის წევრებმა შეკითხვები დასვეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრთა კითხვები ეფუძნებოდა სახელმწიფოს მიერ წარდგენილ ანგარიშს, თავად კომიტეტის მიერ მნიშვნელოვნად მიჩნეულ საკითხებს და სხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, გაეროს დაწესებულებებიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. კითხვები შეეხებოდა ქალთა უფლებებს, არასრულწლოვანთა, შშმ პირების, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა უფლებრივ მდგომარეობას; ასევე, მართლმსაჯულების საკითხებს, 26 მაისის მოვლენებს, ციხეებში ადამიანთა წამების გამოძიებას და სხვა. კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცეს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა.
გარდა არსებული ვითარების მიმოხილვისა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დაასახელა ხუთი საკითხი, რომლებიც სახელმწიფოსთვის დღეს გამოწვევაა. ამ საკითხებზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვა; პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საკანონმდებლო ბაზის გაძლიერება; წინა წლებში ჩადენილი დანაშაულებების შესახებ მოქალაქეთა განაცხადების სისტემატიზაცია მათზე შემდგომი რეაგირების მიზნით; ყველა ტიპის დანაშაულზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების 2 წლით გადავადება შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარების მიზნით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნა.
„სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ 1966 წლის საერთაშორისო პაქტი ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე ზოგადი საერთაშორისო კონვენციაა,რომლის მაღალ დონეზე შესრულებაც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ჯეროვან დაცვაზე მიუთითებს.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა