საქალაქო სასამართლომ „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებით გიგი უგულავასთან წარდგენილ ბრალზე იმსჯელა. ბრალდების მხარემ გირაოს შეცვლა პატიმრობით მოითხოვა რადგან მათი თქმით, უგულავამ აღკვეთის ღონისძიების პირობები დაარღვია.
საქალაქო სასამართლოს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან დაცვის მხარემ ამ შუამდგომლობის გასახილველად რამდენიმე დღიანი ვადა მოითხოვა. შემდეგი პროცესი 14 ივლისს ჩაინიშნა და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება შუამდგომლობას პროკურატურა აცხადებს, რომ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეთან დაკავშირებით, უგულავას აღკვეთი ღონისძიება - გირაო. პატიმრობით უნდა შეეცვალოს, რადგან მან გირაოს პირობები დაარღვია, ასევე ბრალდება ითხოვს, რომ უგულავას სიდედრის კუთვნილი ბინა სახელმწიფოს საკუთარებაში გადაეცეს.
„მე ვაპირებ ბრძოლას, გინდა 3-ჯერ შემიფარდეთ და გინდა 6-ჯერ, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ გახსენით ის ცეცხლი, რომელშიც თვითონ დაიწვებით“,- აღნიშნა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






