ალექსანდრე ჭიკაიძემ გერმანელ კოლეგასთან შეთანხმებას ხელი მოაწერა
სამართალი - 10:31, 10 Jul, 2014     1611

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა გერმანელ კოლეგასთან - გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ თომას დე მაიზირესთან. შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.

აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, როგორიცაა: სიცოცხლის, სხეულისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ტერორიზმი, ნარკოტიკული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, ადამიანებით ვაჭრობა და უკანონო მიგრაცია, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, კორუფცია, კიბერდანაშაული, ფულის გაყალბება, ფინანსური დანაშაულები და სხვა. ხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობას როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული კუთხით, კერძოდ: დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის, ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის გაცვლა, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში მეკავშირე ოფიცრების წარგზავნა, სპეციალისტების წარგზავნა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და გამოცდილების გაზიარების მიზნით, კრიმინოლოგიური და საექსპერტო-კრიმინალისტიკური კვლევის შედეგების გაზიარება.

შეხვედრის შემდეგ, შეთანხმების ხელმოწერა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მაიზირემ შეაფასა: „გერმანიის ფედერაციული მთავრობა, რომელსაც მე წარმოვადგენ და საქართველოს მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს ჩემი კოლეგა, ხელს აწერს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თავისუფლება და უსაფრთხოება ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თავისუფლების გარეშე არ არსებობს უსაფრთხოება და უსაფრთხოების გარეშე არ არსებობს თავისუფლება. დღესდღეობით უსაფრთხოების ორგანიზება არცერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია და ამისათვის საჭიროა საერთაშორისო თანამშრომლობა. მე ვგულისხმობ უსაფრთხოებაში არა მარტო კრიმინალთან ბრძოლას, არამედ ეს ეხება უსაფრთხოებას ძალიან ფართო გაგებით, გნებავთ, ფრენის უსაფრთხოებას, გნებავთ, საზღვრების უსაფრთხოებას, გნებავთ, დოკუმენტების უსაფრთხოებას, გნებავთ, დახმარებას პოლიციელთა თანამშრომლობაში. ჩვენი დღევანდელი შეთანხმების მიზანია საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა ამ სფეროში კიდევ უფრო მაღალხარისხობრივ საფეხურზე ავიყვანოთ. დღევანდელ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მინისტრებმა. ეს მხოლოდ ხელმოწერაა, მაგრამ ხვალიდანვე უკვე დავიწყებთ ამ შეთანხმების განხორციელებაზე მუშაობას“.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას და საქართველოს შსს-სთვის გერმანიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა: „მადლობას გადავუხდი ჩემს კოლეგას, გერმანიის მთავრობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მითუმეტეს, ევროპასთან დაახლოებისთვის. გერმანია ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რაც შეიძლება მრავალი ვისწავლოთ პრაქტიკაში, გამოცდილებაში. გერმანია ხდება სტრატეგიული თანამშრომელი ჩვენი ქვეყნის არამარტო კრიმინალთან ბრძოლაში, უსაფრთხოებაში და სხვადასხვა იმ მნიშვნელოვან ასპექტში, სადაც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად გამოადგება გერმანიის ცოდნა და პრაქტიკა. მინდა, მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადო და ვუსურვო წარმატებები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42