შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილი დაკითხვა ხურჩის ტერაქტის საქმეზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც პროკურორმა გიორგი კავსაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მერაბიშვილმა დაკითხვის დროს არარსებულ ჩანაწერებზე ისაუბრა.
პროკურორი მიიჩნევს, რომ ექს-მინისტრის მიერ მიცემული ჩვენებაში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას არ წარმოადგენს.
„არ მიმაჩნია, რომ ინფორმაცია რომელიც ვანო მერაბიშვილმა მოგვაწოდა სახელმწიფოსთვის საიდუმლოების შემცველი იყო. დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ პროცესი დახურულიყო და მოსამართლემ დააკმაყოფილა. ვანო მერაბიშვილი და შოთა უტიაშვილი საუბრობენ ჩანაწერებზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. იმედი მაქვს, სასამართლო შესაბამის შეფასებას გააკეთებს", - განაცხადა პროკურორმა.
ხურჩაში აფეთქება 2008 წელს, საპარლამენტო არჩევნების დღეს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






