საჯარო რეესტრმა სახელმწიფო სანიველირე ქსელის მოკვლევა-რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო
სამართალი - 12:43, 09 Jul, 2014     1889

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2014-2016 წლებში სანიველირო ქსელის მოკვლევა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს განახორციელებს.

სახელმწიფო სანიველირო ქსელი ქვეყნის ტერიტორიის სიმაღლეების ერთიან სისტემას წარმოადგენს, რაც დედამიწის ტოპოგრაფიული გადაღებისა და საინჟინრო-გეოდეზიური სამუშაოების საფუძვლად გამოიყენება.

სახელმწიფო სანიველირე სიმაღლური ქსელი უზრუნველყოფს სამეცნიერო დარგების, დედამიწის ფორმისა და მისი ზედაპირის ვერტიკალური მოძრაობის შესწავლას. აღნიშნული ქსელის გამართულობა მნიშვნელოვანია მშენებლობის პროექტირებისათვის, ჰიდროენერგეტიკული ამოცანების გადასაწყვეტად, ქვეყნის ტერიტორიის ეკონომიკური შეფასებისათვის, აერონავიგაციის თვის და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა დარგებისთვის.

საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია. აქედან გამომდინარე, დედამიწის ქერქის დინამიკის შესწავლისა და მონიტორინგისათვის სანიველირო ქსელის გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია.

80-იანი წლებიდან მოყოლებული ქვეყანაში ქსელის აღდგენა-განახლების მიმართულებით სამუშაოები არ ჩატარებულა. წინასწარი ინფორმაციით, სანიველირე სვლების, რეპერებისა და მარკების ნაწილი დაზიანდა ან განადგურდა. მისი აღდგენა-განახლებისთვის საჯარო რეესტრმა სანიველირო ქსელის მოკვლევა-რეკონსტრუქციის პროექტი დაიწყო.

ადრე დაგებული სანიველირე სვლების, რეპერებისა და მარკების საველე მოკვლევა 2014 წლის ოქტომბრამდე დასრულდება. მოკვლევის მიზანია უშუალოდ ადგილზე მოიძიონ და დაადგინონ, ფიზიკურად რამდენად არის შენარჩუნებული არსებული ინფრასტრუქტურა. პროექტის შემდეგ ეტაპზე, დაზიანებული სანიველირე სვლების, რეპერებისა და მარკების აღდგენა მოხდება.

საქართველოს მასშტაბით სულ 2000-მდე სანიველირო ნიშანია მოსაკვლევი. მიმდინარე წელს დასრულდება 1108 სანიველირო ნიშნის მოკვლევა, მათ შორის: გრავიმეტრიული -4, ფუნდამენტალური - 35, კედლის - 305, კლდის და ყამირის 731.

მოკვლევის შედეგად შეიქმნება სახელმწიფო სიმაღლური ქსელის მონაცემთა ბაზა, ასევე საქართველოს ზუსტი ციფრული კვაზიგეოიდალური (სიმაღლური) მოდელი, რომელიც ჩაიტვირთება GPS - მიმღებებში და შესაძლებელს გახდის ადგილზე განისაზღვროს საჭირო წერტილების აბსოლუტური სიმაღლეები. პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42