,,გადაგდებული ერი" ანუ რატომ ვცვლით ეროვნულობას რუსულ ჩექმაზე?
პოზიცია - 19:43, 18 Dec, 2012     2238


თავს არ შეგაწყენთ და ვრცლად არ დავწერ თუ ამ უახლოესი 20 წლის მანძილზე რამდენჯერ გადაგვაგდეს:
სეპარატისტებმა-გაიხსენეთ სოხუმიდან ჯარის გამოყვანის საბაბი, ბრძოლით აღებული პოზიციების დათმობა და ასე შემდეგ.
რუსეთმა-სნგ-ში შესვლა, სოჭის ხელშეკრულება და სხვა მის მიერ არშესრულებული დანაპირებები. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ის არ გვყოფნის, რომ აშკარა მტრებს ვადებილებინებთ ჩვენს თავს, რომ თავად მედროვე ქართველებიც კარგად სარგებლობენ ჩვენი ამ ბედოვლათობით, იმით რომ ჩვენ არავის არ ვთხოვთ პასუხს დანაპირების შეუსრულებლობაზე. ზუსტად ასე მოხდა ეხლაც, ვენდეთ დაპირებებს და რა მივიღეთ?


გადაგდება პირველი

კომუნალური გადასახადების შემცირება



ალბათ ყველას გახსოვთ, ან სულაც თავადაც არაერთხელ გითქვავთ საუბარში ფრაზა-მიშას იმ დონეზე აქვს გაბერილი გადასახადები, რომ ნახევარზე მეტს მიშისტები საკუთარ ჯიბეში ლექავენო.
გაიმარჯვა ახალმა ძალამ არჩევნებზე და თავისთავადმის მხარდამჭერთა იმ ნაწილმა, რომელიც ელოდა რომ ოცნება შეასრულებდა დანაპირებს და შეამცირებდა კომუნალურ გადასახადებს.
ჩვეულებრივი მოვლენა, ამომრჩეველმა მოსთხოვა პირობის შესრულება.
მოთხოვნით კი მოსთხოვა, მაგრამ გადასახადების შემცირების მაგივრად მიიღო თავის მართლება არჩეულის მხრიდან, რომ თურმე ეს დანაპირები ძალიან ზედმეტი მოსვლიათ, და რაც მთავარია დაპირებების სამსახურის მთლა უფროსმა განაცხადა-ამ დაპირებებზე პასუხს მე ნუ მთხოვთ, მე მხოლოდ ერთი-ორჯერ თი დაგპირდით კომუნალური გადასახადების შემცირება-განახევრებაო.
არადა სულ დაავიწყდათ ალბათ წინასაარჩევნოდ როგორ მანიპულირებდნენ ამ თემით, როგორ გამოგვიჭედეს ყურები, რომ თურმე ზუსტად ამ კომუნალური გადასახადებიდან ამოღებული თანხებით გამდიდრდნენ ყოფილი მთავრობის წევრები, რომ ზუსტად იციან თუ რამდენი რა უნდა ღირდეს.
ახლა რა მოხდა?
ყოფილი მთავრობის წევრებივით ამათაც ისევ უნდათ რომ ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულებით თავადაც მოითბონ ხელი? ან იქნებ უბრალოდ გადაგვაგდეს? ან იქნებ სულაც ზედმეტს არაფერს არ ვიხდიდით და არც არაფერი ილექებოდა მიშისტების ჯიბეებში?
თუ ილექებოდა მაშინ რატომღა არ ამცირებენ მნიშვნელოვნად გადასახადებს? ანუ რატომ არ ამცირებენ გადასახადებს იმ დონემდე საიდანაც ზედმეტად დარიცხული თანხა უკვე არაკანონიერადაა დარიცხული? და თუ არ ილექებოდა მაშინ რატომ ღა გვატყუილებდნენ მიშისტები გვღლიტავენ და ჩვენ რომ მოვალთ იმ თანხას გადაიხდით რომელიც ზუსტად იქნება დათვლილი (ეხლაც დავთვალეთო) და არა ზედმეტსო.

გადაგვაგდეს?-ასე გამოდის, თორემ როგორ დავიჯეროთ რომ 2 თვის მანძილზე ვერ მოხერხდა რეალკურად დაანგარიშებულიყო თუ რამდენი უნდა გადავიხადოთ დენის, გაზის და სხვა კომუნალური გადასახადები?

აქედან გამომდინარე გვრჩება 3 ვარიანტი:

ან არაფერი შედიოდა მიშას მთავრობის წევრთა ჯიბეებში არაფერი კომუნალური გადასახადებით, რადგან 2 კვირაში შესაძლებელი იქნებოდა რეალურად გადასახდელი თანხის დასმა.
შეიძლება მართლაც შედიოდა ამით დიდი ფული კერძო ჯიბეში, უბრალოდ ამ ახალმოსულმა მთავრობის წევრებმა იფიქრეს ეგ თანხა არც ჩევნ გვაწყენდაო და ამიტომ გამოგვიცხადეს , რომ ჯერჯერობით გადასახადების შემცირება ვერ მოხერხდებაო-ანუ უბრალოდ გადაგვაგდეს.
თანხა არის ზუსტად დაანგარიშებული (ნუ შეიძლება სხვაობა 1-4 თეთრი იყოს, რაც არც ისე მცირეა, საქმეა სად მიდიოდა ეგ ფული) და ჩვენ კი წინასაარჩევნოდ შეგნებულად მოგვატყუილეს რომ ზედმეტს ვიხდითო, რადგან ჩვენი ხმები სჭირდებოდათ წინასაარჩევნოდ და არა ის რომ ჩვენზე ზრუნვით იკლავდნენ თავს.



გადაგდება მეორე

მონოპოლიები



ეს ის თემაა რომელსაც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტის დიდი წილი ეწირება.

ყოველი საღად მოაზროვნე ადამიან ი ხვდება თუ რაოდენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ანტიმონოპოლიური სამსახური.
მიშამ ეს სამსახური გააუქმა და შედეგმაც არ დააყოვნა. ხან რა ძვირდებოდა ხან რა. რა თქმა უნდა ეს გაძვირებას ხანდახან ფსოფლიო ბაზარზე გამოწვეულ ცვლილებებიც უწყობდა ხელს, მაგრამ ლომის წილი იმ პირებზეა რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანის ექსკლუზიური უფლება. ამ გაძვირებას კი ფეხი ვერ აუწყო ჩვენმა ხელფასებმა და ზოგი ოჯახი გაჭირვების ზღვარს მიღმა აღმოჩნდა.

ხოდა აგერ ის მიზეზი ხალხის უკმაყოიფილების რაზეც „ოცნებამ“ წინასაარჩევნო ოსტატური გათვლა გააკეთა. ყოველდღიურ სააგიტაციო თემად იქცა მონოპოლიების თემა. 54%-ის გარკვეულმა ნაწილმა ამ მონოპოლიების მოსპობის მიზნით მისცა ხმა ბიზნესმენ ბიძინას გაერთიანებას, ჩვენ ხომ ყველანი ერთი ხმით ვიძახდით რომ ბენზინი რელურად 1.80 ლარი უნდა ღირდეს და არა 2 ლარზე მეტიო. ხოდა მოვიდა თუ არა ბიზნესმენი ბიძინა მთავრობაში, ჩვენს დასანახად შეხვდა ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ფირმებს. ჩაგვესახა ჩვენც იმედი რომ ის ზედმეტი თანხა, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურებში ვიხდიდით გამოაშკარავდებოდა, ყველანი დავინახავდით თუ ეს დანამატი თანხა როგორ მიდიოდა მიშას ჯიბეში.

რა მოიტანა სინამდვილეში ამ შეხვედრამ? მხოლოდ 5 თეთრიანი გაიაფება რომელიც ბიძინას მიაწერეს და გლობალური ფასდაკლების წინაპირობად აღიქვა ხალხმა. კი მაგრამ სად წავიდა დანარჩენი დაახლოებით 40 თეთრი? ნუთუ აქედანაც არ იჯიბავდა მიშა და მისი მთავრობა არაფერს?

კვლავ 3 ვარიანტის წინაშე აღმოვჩნდით:

ბენზინის ფასი არ არის გაბერილი (დავუშვათ გარდა იმ დაკლებული 5 თეთრისა) და მის ფასს მსოფლიო ბაზარი განსაზღვრავს და არა მიშას ან ბიძინას მთავრობა, რადგან გამორიცხულია რომ იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს ნავთობის საბადოები და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მერყეობს 120$-140$-ის ფარგლებში, ბენზინი ღირდეს 1,50 ლარი.
თუ ფასი გაბერილია (ბიძინას მთავრობა ამვერსიას მიაწვება) და ადრე მიშისტების ჯიბეში მიდიოდა სხვაობა, ეხლა არამიშისტის ჯიბეში მიდის და ის ფრაზები რომ „ზედმეტს ვიხდით ბენზინზე და უნდა გაიაფდეს“, დავიწყებას მიეცა-ან უბრალოდ გადაგვაგდეს.
ბენზინის ფასი შეესაბამება ბაზრის ფასს ნავთობის ფასთან მიმართებაში და ის 5 თეთრიანი დაკლება მიშას დროსაც ხდებოდა, უბრალოდ ეხლა ან ბიძინას ზეწოლის შედეგია რომ ხალხი უბრალოდ გაეჩუმებინა, ან კიდეწვ უბრალოდ ნავთობის ფასი დაეცა იმ დროს და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვიურებასთან ერთად ის 5 თეთრი კვლავ დაემატება ბენზინის ფასს.


გადაგდება მესამე

რუსეთის ბაზრის დაბრუნება


ეს იმდენად დაპირება არ არის რამდენადაც აშკარა ტყუილი. ეს რომ ტყუილია და სხვა მმართველი გუნდის დამსახურება რომ რუსეთი იძულებულია თავისი ბაზარი გახსნას ქართული პროდუქტებისთვის, ვინც აქტიურად ადევნებდით მსო (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია)–სთან დაკავშირებულ მოვლენებს თავადაც მიხვდებით.

ბიზნესენმა და აწ უკვე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა რა თქმა უნდა თვითოეული ქართველი „დაგვავალდებულა“, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და რუსეთის გული მოვიგოთ რომ მის ბაზარზე დავბრუნდეთ და ამით გავძლიერდეთ, რომ ყველას უცებ დაგვავიწყდა ედიკას პერიოდი. მაშინ ხომ ვიყავით რუსეთის ბაზარზე? და თან უბრალოდ კი არ „ვიყავით“ როგორც სხვა ქვეყანა, არამედ მასზე „ვიყავით დამოკიდებულები“ და ამ დამოკიდებულებით რუსეთი კარგა გვარიანად ხეირობდა, გვსჯიდა როგორც უნდოდა ისე. ჩვენ კი არა აგერ ეხლაც კი უწყობს რუსეთი ევროპას გაზის შანტაჟს.

ხოდა რუსეთის ბაზრის დაბრუნება არც ისე სახეიროან მთლიანად საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, და კიდევ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება არც „ოცნების“ გუნდის დამსახურება არ არის–ეგ მსო–ს დამსახურებაა, რომელში გაწევრიანებასაც საქართველომ დაუჭირა მხარი (რისი წინააღმდეგიც პირადად მე გახლდით რადგან საქართველომ კარგი ბერკეტი დაკარგა რუსეთზე სამოქმედოდ). ეხლა ნამდვილად არ ჩამოვთვლი ყველა იმ ვალდებულების ჩამოთვლას, რისი ვალდებულებაც აიღო რუსეთმა თავის თავზე როგორც მსო–ს წევრმა ქვეყანამ, უბრალოდ ერთზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას, რომ რუსეთი ვალდებულია საქართველოს პროდუქციას გაუხსნას თავისი ქვეყნის ბაზრის კარები. ეს მსო–ს დამსახურებაა და არა „ქართული ოცნების“, ერთი კია რომ რუსეთი მაინც გამონაავს გზებს (მაგალითად შეიმუშავებს კანონებს), რომ საჭიროების შემთხვევაში პრობლემები შეუქმნას ქართულ პროდიუქციას თავის ბაზარზე.

მოკლედ და კონკრეტულად ის რომ, მიშისტების წაგებისთანავე რუსეთმა გაგვიხსნა თავისი ბაზრის კარები–რბილად რომ ვთქვათ ტყუილია, რადგან რადგან როგორც მოგახსენეთ რუსეთის ბაზრის კარები მსო–მ გაუხსნა ქართულ პროდუქციას.


გადაგდება მეოთხე

რუსეთი მიშას არ ელაპარაკება

ყველას გვახსოვს ოცნების უკლებლივ ყველა წამყვანი სახისა თუ უბრალო წევრის ფრაზა, რომ „რუსეთი მიშას არ ელაპარაკება, თორემ სხვა რომ მოვა, მარტო კი არ დაელაპარაკება, ტერიტორიების დაბრუნების შანსი გაგვიჩნდებაო“. გაგახსენდათ ხომ?

არადა ყველაზე მაგრად ამ ვერსიამ იმუშავა. არცაა გასაკვირი. 3,5 მილიონიან ქვეყანას რომ 300 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებიული მოქალაქე გეყოლება ეს ის თემაა, რომელზეც ოსტატურად მანიპულირება უეჭველ იმ შედეგამდე მიგიყვანს რა შედეგიც გაქვს ჩაფიქრებული. კარგად გათვლილი ნაბიჯებით ხალხში განმტკიცდა იმის აზრი, რომ რუსეთს სულაც არ სძულს ქართველი, მას სძულს მხოლოდ მიშა რომელმაც დაივიწყა რუსეთისსიკეთეები და შეეკრა ოკეანისგაღმა ეშმაკეულს (ზოგიერთი ჩვენი ღრმადპატივცემული სამღვდელოების წარმომადგენლის სიტყვებით).

თურმე უკვე საერთო ენა გვქონდა გამონახული ჩვენ, აფხაზ და ოს სეპარატისტებს. ერთმანეთთან ვვაჭრობდით(მერე რა რომ პარალელურად სეპარატისტებიო მათ მიერ კონტროლირებნად ტერიტორიებზე ქართველებს კლავდნენ, გამოსასყიდის მიღებისთვის იტაცებდნენ და ამცირებდნენ), ერთმანეთთან „სტუმრად“ დავდიოდით, და ამის შეშურდა მიშას და 2008–ში ომი დაიწყო.

ამის რომ სჯერათ ქართველებს მათივე სიტყვებიდან სჩანს, „ჩვენ მიშას ომში არ წავალთ“, „ეს მიშას ომი იყო“, „მიშამ მიყიდა რუსებს აფხაზეთი და სამაჩაბლო“ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ის რომ მიშას და მის მთავრობას არანაირი გამართლება არ აქვს 2008–ში მიმდინარე მოვლენებზე ეს უდავოა. როგორ შეიძლება რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა და მთავარსარდალი სიტყვაზე ენდოს იმ ქვეყნის გენერალს რომელსაც შენი კმიწები აქვს ოკუპირებული, რომ არ ჩაერევა სეპარატიოზმის წინააღმდეგ მიმართულ საქართველოს კანონიერ უფლებას–აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი სეპარატიზმის ბუდეში, მიშა და ყველა მაღალჩინოსანი (როგორც სამხედრო ისე საერო) ენდო კულახმეტოვს სიტყვაზე რომ რუსეთი არ დაიცავდა სეპარატისტებს, ან მიშას სიტყვებს რა გამარტლება უნდა მოუძებნო რომ „საქართველომ მხოლოდ რამოდენიმე სოფელი დაკარგა“, მარაზმი და იდიოტობა.

მაგრამ ის რომ ეს იყო „მიშას ომი“ არის უბრალოდ უდიდესი სისულელე, და ომის დაწყება საქართველოს დააბრალო ეს ხომ ყველაზე დიდი უნამუსობაა.

ოკუპირებული რეგიონების დაბრუნების პერსპექტივამ გააბრუა ქართველები. მით უფრო რომ ასპარეზზე გამოჩნდა პიროვნება , რომელიც ფაქტიურად შესისხლხორცებული იყო რუსეთის მაღალ ეშელონებთან.

იქ ცხოვრობდა წლების განმავლობაში
მილიარდი ზუსტად რუსეთში იშოვნა
ბადრი პატარკაციშვილისგან განსხვავებით, მას არანაირი პრობლემები არ ჰქონია რუსეთის ხელისუფლებასთან
ის რუსეთში ფლობდა დიდ აქტივებს
ის აფინანსებდა რუსეთის არჩევნებში–რუსეთის მმართველი პარტიის რამდენიმე სუბიექტს.

მოკლედ ქართველებმა ჩათვალეს რომ ხელში უჭირავთ ჯოკერი, რომ ეს ჯოკერი მოაგვარებს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემებს. ამ იმედს ქართველებს ისიც უძლიერებდა რომ „ქართული ონცება“ ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ მიშასნ შეცდომებზე და საერთოდ არანაირად არ საუბრობდა თავად რუსეთის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და თავად საქართველოს–როგორც სახელმწიფოს მიმართ.

და რა მივიღეთ ბოლოს? ის რომ რუსეთმა გასაგებად კიდევ ერთხელ განაცხადა რომ არავითარი დეოკუპაცია არ მოხდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იხელმძღვანელოს უკვე არსებული რალობით–აფხაზეთ სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის ფაქტიდან გამომდინარე.

კი მაგფრამ აკი ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას იღებდა რომ რუსეთი ამ საკითხებზე დაელაპარაკებოდა მათ? აკი რუსეთი მხოლოდ მიშას არ ელაპარაკებოდა? გამოდის რომ „ოცნებამ“ სპეციალურად ისპეკულიანტეს ამ თემით რადგან კარგად იცპოდნენ რომ რუსეთი აღიარებას უკან არ წაიღებდა–ერთი სიტყვით „გადაგვაგდეს“.


P.S. კიდევ ბევრი გადაგდებებია ამ მოკლე ხანში, იგივე ამნისტია, იგივე სამართლის აღდგენა და სხვები, უბრალოდ არ მინდა რომ ნიჰილიზმმა შეგიპყროთ და არ დავწერ, იმედს ვიტოვებ რომ თუნდაც 1 საკითხი გამოჩნდება რამე, სადაც გადაგდებულად არ ვიგრძნობთ თავს.
დაველოდოთ და იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა

 

 

გიორგი შარაშენიძე

სპეციალურად საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტისათვის"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42