ვინ იყო სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძე და რა მნიშვნელოვანი მისიით მოვიდა იგი ამ ქვეყნად
ეს საინტერესოა - 10:04, 09 Jul, 2014     12790
საქართველოს ექსპრეზიდენტის შესახებ ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და მოსაზრება არსებობს. ერთნი თუ მას დიდ პოლიტიკოსად და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად მიიჩნევენ, მეორენი შევარდნაძის პერსონას საქართველოს უახლესი წარსულის არცთუ ნათელ პერიოდთან აიგივებენ. როგორც ასტროლოგს ერთმნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ორმაგი თამაშია და ადამიანები ვისაც ბედმა ამ სფეროში მოღვაწეობა არგუნა წილად, ასტროლოგიური მონაცემების მიხედვით ყოველთვის ე.წ. "მრავალწახნაგოვანი" ხასიათის მქონე ინდივიდებს წარმოადგენენ. მათ აქვთ ბევრი სხვადასხვა სახე, იმიჯი და ნიღაბი... რომლის უკანაც მალავენ იმ ერთ და ჭეშმარიტ რეალურ პიროვნებას, ისეთს როგორსაც საზოგადოება მათგან აბსოლუტურად არ ელის. ამ მხრივ გამონაკლისი არც ედუარდ შევარდნაძე ყოფილა.

ექსპრეზიდენტის დაბადების მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, მარტივად აიხსნება ის ფაქტი, თუ რატომ მოხვდა ეს ადამიანი დიდ პოლიტიკაში. მისი ამქვეყნიური კარმული მისია მოითხოვდა ამას. თუმცა საქმე იმაშია, რომ ეს პიროვნება არამხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის, ზოგადად მსოფლიო პოლიტიკისთვისაც უნდა ყოფილიყო გარკვეული ძვრების მომტანი. საქართველოს ექსპრეზიდენტის რუკაში ვხვდებით ასპექტს, რომელიც საკმაოდ იშვიათი და უნიკალურია. მის მფლობელს გააჩნია საოცარი თვისება – სადაც მივა ნგრევისკენ მიმართოს ყველაფერი, რაც უსამართლობისა და არაკეთილსინდისიერების ნიადაგზეა აღმოცენებული – ამის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბერლინის კედელი და შევარდნაძის უშუალო როლი მისი დანგრევის საკითხში.


ედუარდ შევარდნაძე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას. თუმცა, მის ხასიათში ძალიან ბევრი იყო თევზების ზოდიაქოს გავლენაც რის ხარჯზეც ამ ადამიანს გააჩნდა საკმაოდ სენსიტიური ხასიათი და ცვალებადი ფსიქიკა. ასეთი ადამიანები ხშირად ემორჩილებიან სხვათა გავლენას და არცთუ იშვიათად ხდებიან ერთობ ნეგატიური გავლენის მსხვერპლნიც. მათ გააჩნიათ გარკვეული მიდრეკილება შეალამაზონ ან გააზვიადონ ფაქტები და მოვლენები. რაც იმით აიხსნება რომ აქვთ მოთხოვნილება სასურველი აღიქვან რეალობად. შესაბამისად, მათ მიერ ჩადენილი ზოგიერთი საქციელი ძალზე ხშირად საზოგადოების თვალში როგორც აფერისტობა ან მატყუარობა ისე აღიქმება.

თუკი პირადი კოსმოგრამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ედუარდ შევარდნაძე საკმაოდ გულმოწყალე, მაგრამ არცთუ მამაცი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ზოგადად მერწყულის ზოდიაქოს ფსიქოლოგიაში არ შედის აგრესია და კონფლიქტი. შესაბამისად, შევარდნაძეც როგორც ნებისმიერი კლასიკური მერწყული არაერთგზის არიდებდა თავს ე.წ. "მახვილ კუთხეებს" – ამის ნათელი მაგალიათია "ვარდების რევოლუციის" დროს მისი მშვიდობიანი გადადგომა. თუმცა ერთმნიშვნელოვნად ეროვნული გმირის როლის მოსაპოვებლად ქართველი ერის წინაშე მას არც რესურსი გააჩნდა და არც მოთხოვნილება. საქართველოსთვის ამ ადამიანმა ასტროლოგიური კუთხით, ასევე კარმული და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ნეგატიური თუ პოზიტიური ამას ისტორია განსჯის, ერთი რამ კი უდავოდ შეიძლება ითქვას – მან გარკვეული კარმული პროცესების წარმართვას შეუწყო ხელი. თუმცა ნიღაბს იქეთ რომელსაც ეს ადამიანი ატარებდა, როგორც ყველა ჭეშმარიტი პოლიტიკოსი, შეიძლება თამამად ითქვას, რომ საკმაოდ ჰუმანური და ფართოდ მოაზროვნე ადამიანი იმალებოდა.

წყარო: astrologi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42