თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთი ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით საჩივარს სავარაუდოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში შეიტანენ. ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მიხედვით გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელი არ განიხილა, მიკერძოებულია.
„ამ ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წერილობით არ ჩაგვბარებია. ამიტომ, არგუმენტაციაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მოსამართლის თანაშემწემ ტელეფონით შეგვატყობინა, რომ მოსამარლემ საჩივარი განსახილველად არ დაუშვა. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს ისევ ის მოსამართლეა, რომელმაც 2013 წლის დეკემბერში არ დააკმაყოფილა ჩვენი საჩივარი გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით. საუბარია მოსამართლე გიორგი მიროტაძეზე. ამ გადაწყვეტილებაში ხელოვნური ნიშანი იკვეთებოდა, დღევანდელი გადაწყვეტილებაც ვერ იქნება მიუკერძოებელი. შესაბამისი სამართლებრივი საფუძველის არსებობის შემთხვევაში, საჩივარს აღკვეთი ღონისძიების გაუქმების თაობაზე, პირველი ინსტანციის სასამართლოში შევიტანთ“, - განაცხადა უგლავამ.
სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატებს უარი უთხრა საჩივრის განხილვაზე.
საუბარია წინასწარი ორ თვიანი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილეაბზე, რომელსაც ადვოკატები ასაჩივრებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






