ორი ნოტარიუსი სამსახურეობრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე დააკავეს
სამართალი - 13:06, 08 Jul, 2014     3206

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს გამოძიება ნოტარიუსის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ კერძო სათარჯიმნო ოფისის წარმომადგენელი (ე.ფ), თავის სათარჯიმნო ოფისში, წინასწარ იტოვებდა სხვადასხვა ენის თარჯიმნების მიერ ცარიელ ფურცლებზე შესრულებულ ხელმოწერებს, რომელთა გამოყენებითაც შემდგომში, თარჯიმნების უშუალო მონაწილეობის გარეშე, და შესაბამისად, სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევით, სამ სხვადასხვა ნოტარიუსთან მზადდებოდა და გაიცემოდა სანოტარო აქტები.

გამოძიებით დგინდება, რომ სამმა ნოტარიუსმა (მ.კ-მ, მ.ბ-მ და თ.ს-მ), ისე, რომ სანოტარო მოქმედების შედგენაში მონაწილე თარჯიმნები მათ სანოტარო ბიუროში არ მისულან, სანოტარო აქტის ტექსტები ნოტარიუსების თანდასწრებით მხარისათვის არ უთარგმნიათ და აქტებზე არც ხელი მოუწერიათ, ქართულ და უცხოურ ენებზე შეადგინეს და გასცეს ყალბი სანოტარო აქტები, რომლებზეც ხელი თარჯიმნების ნაცვლად, სხვა პირებს მოაწერინეს.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი სიყალბის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი ნოტარიუსი (მ.კ და მ.ბ), სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ერთი ნოტარიუსი, ხოლო სამსახურებრივი სიყალბის ჩადენაში დახმარების ფაქტზე - კერძო სათარჯიმნო ბიუროს წარმომადგენელი (ე.ფ).

სულ საქმეში 6 პირი ფიგურირებს, მათ შორის სამი ნოტარიუსი, ნოტარიუსის ორი თანაშემწე და სათარჯიმნო ბიუროს წარმომადგენელი.

იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სისხლის სამართლის საქმეზე აგრძელებს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42