საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლევან ბეჟაშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წარმოება შეწყვიტა. რაც შეეხება 4 ივლისს მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებულ გოჩა დარჯანიანს, ის სასამართლომ 100 ლარით დააჯარიმა.
„ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სამართალდამცველები უკანონოდ მოქმედებდნენ, უკანონოდ მოხდა ჩემი დაკავება. სამართალდამცველებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. ჩვენ მივმართავთ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, რომ როგორც ფორმიანების, ასევე უფორმოების მიმართ და ჩვენ ყველას იდენტიფიცირება მოვახდინეთ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და მათ პასუხი აგონ. ისინი მოქმედებდნენ როგორც ქუჩის ბიჭები და ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.
ლევან ბეჟაშვილი საქალაქო სასამართლოს ეზოში მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. 4 ივლისსს მასთან ერთად „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრიც დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






