თბილსიის ყოფილი მერი გიგი უგულავა არასამთავრობო სექტორს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს შეისწავლონ თუ როგორ დაეწერა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილს მისი აღკვეთის საკითხი. მისი თქმით, პროკურატურამ ხელოვნურად მოახდინა ინსპირირება, რომ მისი საქმე გონიაშვილს განეხილა.
როგორც უგულავამ დღეს გამართულს სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მოსამართლე გოგინაშვილმა მთელი მისი ოჯახი ციხეში გაუშვა და 8 ბავშვი მეურვის გარეშე დატოვა.
"პროკურატურამ იცოდა როგორ შეეტანა შუამდგომლობა, რომ საქმე გოგინაშვილს დაწეროდა. ეს არის მოსამართლე, რომელმაც ჩემს ქვისლს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. არ შეიძლება ერთმა მოსამართლემ მთელი ოჯახის საქმე განიხილოს, მეურვეები გაუშვას ციხეში და 8 ბავშვი დატოვოს მეურვეების გარეშე. მივმართავ ყველა თბილისელს პასუხი გასცეს ამ უკანონობას. საქართველოს შავი ჭირი უდგას ივანიშვილის სახით", - განაცხადა უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






