წონაში კლების მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ეს საინტერესოა - 10:13, 07 Jul, 2014     36820
რა თქმა არ უნდა, ლამაზი და უნაკლო სხეული, ყველა ადამიანის ოცნებაა. თუმცა სამწუხაროდ, ყველას როდი აქვს იმის ფუფუნება, რომ თავი კარგი აღნაგობით მოიწონოს. რაღა თქმა უნდა, ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. ხელს უწყობს სხეულის დახვეწილი ფორმების შენარჩუნებას, მაგრამ სწორად რომ მოახერხოთ წონის კორექცია და რაც მთავარია, მიღებული შედეგი დიდი ხნით შეინარჩუნოთ, სპეციალურად თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის განკუთვნილი პროცედურებიც არანაკლებ დაგეხმარებათ.

ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს – ლომს, ვერძსა და მშვილდოსანს – ასტროლოგები ურჩევენ რაიმე ტიპის ძალოსნური სპორტით დაკავებას. მათთვის ასევე კარგია ქვეცნობიერში დალექილი ნეგატივი (რაც ძირითადად არის კიდეც ჭარბი წონის დაგროვების რეალური მიზეზი) ცეცხლთან უშუალო ურთიერთობით გაანეიტრალონ. საამისოდ უბრალო კოცონთან ჯდომაც კი გამოგადგებათ, აღარაფერს ვამბობ პირომანულ მიდრეკილებებზე.

ჰაერის სტიქიის ნიშნებისთვის – ტყუპი, სასწორი, მერწყული – საუკეთესო იქნება თუ თავს "მიწიდან მოწყევტის" საშუალებსა მისცემენ. საამისოდ კარგია პარაპლანით ან დელტაპლანით ფრენა, ბატუტზე ხტომა და ა.შ. შესანიშნავად განეიტრალდება თქვენ ორგანიზმში ჭარბი წონის დაგროვების პროცესი, თუკი თქვენ ხშირად დაკავდებით ფრთოსნების მოვლა პატრონობით (იადონი, თუთიყუში).

წყლის სტიქია – კირჩხიბი, თევზები, მორიელი – ყველაზე უფრო ემოციური ხალხის კატეგორიას განეკუთვნება, შესაბამისად სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემებს ყველაზე ხშირად სწორედ ამ ხალხში ვხვდებით, რასაც თან სხვადასხვა სახის ფსიქოემოციური აშლილობაც ემატება. მათთვის ერთმნიშვნელოვნად საჭიროა წყალთან ხანგრძლივი და უშუალო კონტაქტი (ცურვა, სპა პროცედურები და ა.შ.). არაჩვეულებრივად მოქმედებს ასევე უბრალოდ რეცხვის პროცედურაც.

დაბოლოს, მიწის სტიქიის ნიშნებს – კურო, ქალწული, თხის რქა – ყველაზე მეტად უძნელდებათ ჭარბ წონასთან ბრძოლა, იმიტომ რომ ამ ხალხს ყველაფრის "შემგროვებლობა" ახასიათებს. შესაბამისად, მათთვის ძნელია დიეტის დაცვა, ვარჯიში და ა.შ. იმიტომ რომ მათი ორგანიზმი ზედმეტ ცხიმს ხშირად სავსებით ორგანულ დანამატად აღიქვამს. ასტროლოგები ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ურჩევენ აუცილებლად მიმართონ ტალახით მკურნალობის გამაჯანსაღებელ პროცედურებს, ასევე კარგია მათთვის ხშირი კონტაქტი მცენარეებთან და სასურველია მებაღეობა-მებოსტნეობაც აქციონ საყვარელ საქმედ ჰობის სახით.
წყარო: astrologi.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42