საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზრდება ახალ პოლიტიკურ ძალაზე მოთხოვნა - თორნიკე შარაშენიძე
პოზიცია - 22:55, 06 Jul, 2014     4150
როდის კარგავს ფასს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო და რატომ არის წამგებიანი ხელისუფლებისთვის გიგი უგლავას დაკავება გრძელვადიან პერსპექტივაში; დგას თუ არა ხელისუფლება სირაქლემას პოზაში და უნდა ველოდოთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებისთვის ახალი, პროდასავლური პოლიტიკური ძალის თავმოყრას. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ,,ნიუპოსტი“ ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

_ბოლო დღეების ყველაზე ცხელი თემა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას დაკავებაა, თქვენი შეფასება როგორია ამასთან დაკავშირებით?

_მე ფქირობთ, უგულავას დაკავება, უფრო მეტად, პოლიტიკური კუთხით უნდა შევაფასოთ. ეს იყო დაკავება გარკვეული პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად. მე დარწმუნებული ვარ, ალბათ, გაიზარდა მხარდაჭერა ,,ქართული ოცნების“ მიმართ გარკვეულ წრეებში, რომლებსაც ე.წ. სამართლიანობის აღდგენის იდეა ამოძრავებთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური გათვლა არის ძალიან მოკლევადიანი იმისთვის, რომ რეიტინგი აეწიათ. გრძელვადიანად, რა თქმა უნდა, ეს არ იმუშავებს და ყოველი მსგავსი ქმედებით, ყოფილი ჩინოსნების დაკითხვაზე დაბარებით, როგორიც იყო ბენდუქიძე, ბოკერია და ა.შ. ეს მეთოდი ე.წ. სამართლიანობის აღდგენის, ფასს კარგავს და როგორც სჩანს, ამას დღევანდელი ხელისუფლება ან ვერ ხვდება ან ფიქრობენ, რომ ეხლა ასეა საჭირო და შემდეგ ეტაპზე შეცვლიან თავიანთ სტრატეგიას. სამწუხაროა თუ ასე უდგებიან.

_თქვენ ფიქრობთ, რომ ეს წინასაარჩევნო მიზანია?

_რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა წინასაარჩევნოც იყოს - აი, ხომ გპირდებოდით და დავიჭირეთ უგულავა... ერთ რამესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება - აღნიშნავენ, რომ დღეს სასამართლო არის დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლების დროს სასამართლო, ასე ვთქვათ, იყო სამარცხვინო, დღეს უფრო დამოუკიდებელია, მაგრამ რა ფასი აქვს ასეთ დამოუკიდებლობას, თუ შენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას არაფრად აგდებ...?! იმ ქვეყანაში, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე, მსგავსი ქმედება დააზარალებს არა სასამართლოს, არამედ მოქმედ პარტიას, ხელისუფლებას. ამიტომაც ავღნიშნე, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი. გრძელვადიანში ეს შეიძლება ძალიან ცუდად შემოუტრიალდეთ.

_თქვენ აღნიშნეთ, რომ დააზარალებს მმართველ პარტიას, ანუ შეიძლება ეს აისახოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე, მათ შორის უელსის სამიტის წინ?

_დიდი ილუზიები არც მანამდე მქონდა, რომ ,,მაპ“-ს მოგვცემდნენ და არც ეხლა, უელსის სამიტის წინ მაქვს, მაგრამ უგულავას დაჭერაზე შეიძლება არ მომხდარიყო არანაირი გართულება, რადგან მის მიმართ არსებობს საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები, მაგრამ რა ფორმით ხდება, აი ესაა მნიშვნელოვანი. არჩეულ მერს სასამართლო უაზროდ უჩერებს უფლებამოსილებას, მერე სასამართლო აღუდგენს, მერე აღარ ხდება ამის განხილვა, შემდეგ უკვე იჭერენ... აი, ეს მეთოდები აჩენს უფრო დიდ კითხვის ნიშანს. ანუ თუ უგულავას მისამართით არსებობდა ლეგიტიმური კითხვები, კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა მისი აყვანის ფორმამ და სამართლებრივმა მექანიზმმა. აი ეს არის დიდი პრობლემა და არა ის, რომ უგულავას იჭერენ. ან ვერ ხვდებიან, ან სირაქლემას პოზაში არიან. დღეს ამბობენ, რომ უგულავა დაიჭირეს და როგორ, რა ფორმით, ამას არ აკონკრეტებენ. თუკი სასამართლოა მთავარი ქვეყანაში, მაშინ კეთილი ინებე და დაემორჩილე მას.

_გნებავთ იუმორში ჩამითვალეთ, მაგრამ ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ ანგარიშსწორებაზე ბატონ ივანიშვილის მხრიდან. გვახსოვს ყველას, უგულავამ თავის დროზე ივანიშვილზე აღნიშნა, რომ რუსეთში მას ,,უდავს“ უწოდებენ...

_მე რამდენადაც ვიცი ეს ,,უდავი“ არ სწყინს მაინცდამაინც ბატონ ბიძინას. მეც ასევე იუმორისტულად გიპასუხებთ, ნიკოლა სარკოზი რომ დააკავეს, ამან ქვეყანაში ვიღაც-ვიღაცეები გაახარა კიდეც, ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული ამის გამო. შეიძლება ჩათვალეს, რომ საკროზის დაკავების შემდეგ, მოდით უგულავაც დავიჭიროთ... არ გამოვრიცხავ არაფერს...

_სარკოზი ვახსენეთ და საგარო პოლიტიკაზე რომ გადავიდეთ და ამ კუთხით, ჩვენი ხელისუფლების ორწლიანი მოღვაწეობა რომ შევაფასოთ. რა შეიძლება ვუწოდოთ ხელისუფლების საგარეო კურსს? როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, გვესმოდა ფრაზები ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, რომ რუსეთს ეს არ გააღიზიანებს...

_მე მიჭირის ამ ხელისუფლებას დავაბრალო პრორუსული პოლიტიკა, რომც არ უნდოდეს ამ ხელისუფლებას პროდასავლური პოლიტიკის გატარება, მაინც მოუწევს და ატარებს კიდევაც, ამავე დროს, მესმის ისიც, რომ როცა რუსეთი იქცევა ასე არაადექვატურად იგივე უკრაინაში, მასთან ღია ბრძოლა და დაპირისპირება ნამდვილად არ ღირს, ამაში მე სრულად ვეთანხმები, მეორეს მხრივ, დასავლეთში ჩვენმა საკითხმა დღის წესრიგში ჩამოიწია. კი, ბატონო კარგია, რომ ღიად არ ვუპირისპირდებით რუსეთს, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ძალიან სერიოზულად ჩვენს პარტნიორებთან. ეს არ ხდება და მე ეს ვიცი ძალიან კარგად. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამერიკასთან მუშაობა არის მხოლოდ სამთავრობო დონეზე, ხოლო ლობისტებთან, არასამთავრობოებთან ჩაგდებულია მუშაობა. კიდევ უფრო მძიმედ არის მდგომარეობა ევროპაში, რომელსაც ნაკლებად ვაინტერესებთ, ვიდრე ამერიკას და თუ არ იაქტიურე, კიდევ უფრო ცუდად გვექნება საქმე. ამ მიმართულებით არის სერიოზული პრობლემა, თორემ ის, რომ რუსებს არ ვაგინებთ, ეს ჩემთვის გასაგებია და მისაღებიც გარკვეულწილად. რაღაც ეტაპზე უნდა ვიყოთ მშვიდად, რომ გადავიტანოთ ისტერიკის ახალი შეტევა, რომელიც აქვს რუსეთს უკრაინაში, მაგრამ, ამავე დროს, ეს არის დამღუპველი.

_დიახ აღნიშნეთ დასავლელ პარტნიორებთან მუშაობის ნაკლებობა, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ გეოპოლიტიკურ პარტნიორებთან მუშაობაც მისი ნაწილია. როგორ შეაფასებთ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას ამ კუთხით, მათ შორის უკრაინა, მოლდოვა..?

_უკრაინასთან პასიურობა იხსნებოდა ორი მიზეზით - პირველი რუსეთის არგაღიზიანების და მეორე ის, რომ უკრაინაში ინიციატივა აიღო თავის თავზე სააკაშვილმა და მისი ფაქტორი, როგორც სჩანს, მძიმედ მუშაობს და მის ჯიბრზე მოხდა ის, რომ თავშეკავებული იყვნენ. ჩვენ გვახსოვს რჩევები, რომ არ გაიკაროთ სააკაშვილი ახლოს და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს არ წაადგა ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაუმჯობესებას. უკრაინასთან პარტნიორული ურთიერთობები ასე ვთქვათ, თავის ხელში აიღო მიხეილ სააკაშვილმა და ბუნებრივია, ამით მოიგო სააკაშვილმა და წააგო ჩვენმა ახალმა ხელისუფლებამ და წააგო ამ ეტაპზე საქართველომ.

_მეორე ტურამდე, არჩევნების შედეგების მოკლე შეფასება რომ გავაკეთოთ... თქვენთვის რა სურათი გამოიკვეთა?

_გამოიკვეთა ის, რომ ,,ქართული ოცნების“ რეიტინგი ნელ-ნელა ეცემა, მაგრამ ,,ნაცმოძრაობის“ რეიტინგიც არც თუ ისე სწრაფად იწევს. ,,ქართული ოცნების“ რეიტინგის კლება არ ნიშნავს ავტომატურად ,,ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის მატებას. ხალხში არის გაჩენილი აშკარად აპათია და როგორც სჩანს, ამომრჩევლის დიდი ნაწილი ვერცერთ ამ პოლიტკური ძალაში ვერ ხედავს, ასე ვთქვათ, თავის პარტიას და ხალხს აშკარად აქვს სურვილი, რომ გამოჩნდეს ახალი ძალა. მე ვფიქრობ, თუ ,,ქართულმა ოცნებამ“ არ დაიწყო მუშაობა და იმ დაპირებების შესრულება, რომელიც უხვად გაიცა, კიდევ უფრო გაიზრდება მოთხოვნილება ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ. რაც შეეხება არჩევნების სამართლიანობას, ჩატარდა საკმაოდ ნორმალურად და შემდეგი არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ერთი მარტივი მიზეზის გამო, ხალხი ეჩვევა დემოკრატიულ პროცედურებს და მათი მოთხოვნილება იზრდება, რომ ჩატარდეს უფრო და უფრო კარგი არჩევნები, მითუმეტეს, რომ ეხლა ოპოზიციაშია ,,ნაცმოძრაობა“ და პირდაპირ ვთქვათ, არ მოასვენებს ხელისუფლებას და ყოველ დარღვევაზე მიუთითებს.

_თქვენ ახსენეთ, რომ უკმაყოფილო საზოგადოება ეძებს კიდევ სხვა ძალას. ფაქტობრივად ამ არჩევნებზე გამოიკვეთა რამდენიმე სუბიექტი, ,,ქართული ოცნება“ რომელიც არის კონგლომერატი და არსებობს ვარაუდები, რომ მისი დაშლის ალბათობა ძალიან დიდია, მეორე ეს არის ,,ნაცმოძრაობა“, უფრო მონოლითური, თუმცა მათ ბეგრაუნდში ვხედვათ განაწყენებული საზოგადოების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს და არის კიდევ ძალები, რომლებსაც რუსეთზე აქვთ ღია სწორება. შედეგებმა აჩვენა, რომ 40-45%, დიდი ნაწილი ამომრჩევლის, დარჩა სახლში და არ მისცა ხმა არავის. იმის გათვალისწინებით, რომ რუსული და რადიკალური ამომრჩეველი იყო აქტიური, შეიძლება ვუწოდოთ მათ ინერტული თუ ეს არის აკადემიური, დასავლეთზე ორიენტირებული საზოგადოება, რომელიც ეძებს ახალს?

_მემგონი, რომ საზოგადოებაში იკვეთება უფრო უკმაყოფილება და იმედგაცრუება. გასაგებია, რომ ეს ადგილობრივი არჩევნებია და როგორც წესი, ამომრჩევლის აქტივობა აქ დაბალია ხოლმე, მაგრამ ფაქტია ისიც და ეს ჩანს უკვე ყოველ ფეხის ნაბიჯზე, რომ ხალხს სულაც არ უნდა ,,ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ბევრს უცრუვდება იმედები ,,ქართულ ოცნებაში“, ეს აშკარად იკვეთება.

_ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ფონზე შეიძლება გამოიკვეთოს მესამე გზა პოლიტიკაში, ანუ ახალი ძალა?

_რა თქმა უნდა, თუმცა ამ ნიშას ვერ დაიკავებენ პრორუსული ძალები...

_არ ვგულისხმობ პრორუსულ ძალებს, მე ვგულისხმობ უფრო აკადემიურ, დასავლეთზე ორიენტირებულ ძალებს...

_მათზე არსებობს ბუნებრივია მოთხოვნა, მაგრამ პროდასავლურ ძალებს სჭირდებათ, ჩემი აზრით, სერიოზული ლიდერი ან ლიდერები. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია არსებობენ პროდასავლური ძალები საქართველოში, მაგრამ ვერ აცდნენ 4%, იგივე შეიძლება ითქვას ალასანიას პარტიაზე. თუ მსგავსი ძალა შეიქმნება, უნდა წარმოადგენდეს ალბათ ძალიან ფართო სპექტრს, გამოკვეთილი ლიდერებით და ძალიან კარგად უნდა ააწყონ პიარი. ამ ეტაპზე პოლიტიკაში ასეთი ძლიერი ძალა არ ჩანს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42